დღეს დილისთვის გურიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ განუცხადა.
„დღეს დილისთვის ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გვაქვს. რაც შეეხება ლაითურში არსებულ მდგომარეობას,იქ ეპიდემიოლოგები აკვირდებიან იზოლაციაში მყოფ ადამიანებს. ლაითური ჩაკეტილი არ არის, იქ არის დროებითი შეზღუდვა დაწესებული“,_ გვითხრა ნასარაიამ.