ოზურგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 166 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 31, საკარანტინე სივრცეში 30, ბინაზე კი 105 პაციენტი მკურნალობს.
სულ ოზურგეთში ფიქსირდება კოვიდინფიცირების 4229 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 4009 ადამიანი, გარდაიცვალა 55.