აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები კენჭისყრიდან რამდენიმე თვის შემდეგ გახდეს ცნობილი. ამის შესახებ Dეუტსცჰე ჭელლე წერს.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამარჯვებული კენჭისყრის დღეს გამოვლინდეს. ეს უკავშირდება იმას, რომ ბევრი ადამიანი ხმას ფოსტის საშუალებით მისცემს“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
მანამდრე ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ფოსტის საშუალებით მასობრივად ხმის მიცემის შემთხვევაში, როგორც ამას დემოკრატები ითხოვენ, არჩევნების შედეგები შესაძლოა გაყალბდეს, თვითონ კენჭისყრის პროცესი კი უცხო ძალების ჩარევის წინაშე უფრო მოწყვლადი გახდება.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპის მეტოქე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი იქნება.