თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი, აშშ-ში პოპულარულ აპლიკაციის Tik Tok-ის აკრძალვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას AFP ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების გამოყენება ან აკრძალვის შესახებ ოფიციალური განკარგულების ხელმოწერა უკვე დღეს შეუძლია. პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ აპლიკაციის ამერიკული კომპანიის შესაძენად მხარს არ უჭერს.
როგორც თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ Tik Tok ჩინეთის მთავრობაზე მუშაობს და მომხმარებლების პირად მონაცემებს იპარავს. კომპანიაში კი, ამას უარყოფენ.
როგორც ცნობილია, 30 ივნისს ინდოეთმა Tik Tok-ი და ათობით სხვა ჩინური აპლიკაცია აკრძალა.