აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის იქნება მზად. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პოტენციური ვაქცინის დიდი ოდენობით დოზებს აწარმოებს, რათა შესაბამისი შემოწმების შემდეგ, ის ამერიკელებისთვის დაუყოვნებლივ გახდეს ხელმისაწვდომი.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც.
,,ოპერაცია ,,წარმოუდეგენელი სიჩქარის“ ფარგლებში წლები დავზოგეთ ვაქცინის შესაქმნელად. ძალიან პოზიტიური ინფორმაცია მივიღე, ძალიან კარგ ფორმაში ვართ, რათა წლის ბოლომდე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შევქმნათ. კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა 2020 წლის ბოლომდე მზად იქნება“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, 27 ივლისს, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველაზე ფართომაშტაბიანი კვლევა დაიწყო.
კლინიკურ ცდებში 30 ათასზე მეტი ზრდასრული მოხალისეა ჩართული. საუბარია ბიოტექნოლოგიურიი კომპანიის, Moderna-ს მიერ წარმოებულ ვაქცინის, MRNA-12730-ის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაზე, რომლის მიზანის სიმტომური COVID-19-ის პრევენციაა.