სოციალურ ქსელში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი, მაკა დარჩია, მოქალაქეებს მიმართავს.
“მე ექიმი ვარ. იმიტომ რომ ვემსახურო პაციენტს პირნათლად, დიდი ხანია ვეღარ ვეფერები საკუთარ შვილებს. ეს კი დიდი ტრაგედიაა ჩემთვისაც და ჩემი შვილებისთვისაც, მაგრამ ამას ვითმენთ თქვენთვის.
მე საკუთარ სიცოცხლეზე წინ თქვენს სიცოცხლეს ვაყენებ, ამას გრძნობენ ჩემი ოჯახის წევრებიც, მაგრამ ღირსეულად იღებენ ჩემს გადაწყვეტილებას.
ასეა ყველა ექიმი. ძალიან გთხოვთ, დაგვინდეთ და დააფასეთ ჩვენი შრომა.
დარჩით სახლში და მოეფერეთ შვილებს. ამით ჩვენ ერთმანეთს გადავარჩენთ, ჩვენ საქართველოს გადავარჩენთ! მშვიდობიანი დილა გაგვითენოს უფალმა,“_ წერს მაკა დარჩია ფეისბუქზე.