,,ძლიერებმა სუსტებს რაღაცეები ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ“, _ ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე იაკობმა, პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ წინასაარჩევნო არეულობისგან და „ნუ დაძაბავენ ნურც ხალხს და ნურც ერთმანეთს.
„კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ჩვენს პოლიტიკოსებს, არჩევნები ახლოვდება და ნუ ძაბავენ ერთმანეთში უერთიერთობებს და ხალხსაც ნუ ყოფენ. არ შეიძლება, ხალხო, ჩვენ რომ გავიყოთ, ჩვენ ერთობა თუ არ გვქონდა, შანსი არ არის, ვერავინ გვიშველის.
ძალა არ არის საქართველოში დაყოფილზე უშველოს ვინმეს რამე. ერთობა თუ გვექნება, ხო, გვინდა არ გვინდა უნდა გავერთიანდეთ. როგორ? ამგის გამო დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ უნდა გავერთიანდეთ“, _ განაცხადა ქადაგებისას მეუფე იაკობმა
მან ასევე აღნიშნა, რომ მტრის ხატი შექმნეს, იმას ვებრძვით და საქართველოს ვამარცხებთ საბოლოო ჯამში
,,ეროვნული იდეოლოგია, რომ არ აქვს ერს, დღევანდლამდე 30 წელია დამოუკიდებლები ვართ. ერთი მთავრობა არ ყოფილა, პირველი ხელისუფლება იყო და უცბად ჩამოაგდეს, დანარჩენ მთავრობებში ხომ სულ მარტო ის არის, მტრის სახე შექმნეს, მაგასაც სწორად შევხედოთ. იმიტომ, რომ თუ არ გავერთიანდებით რაღაცებზე, ვინც ძლიერები ვართ, იმ სუსტებს რაღაცები დღეს ვაპატიოთ და თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ. გავაკეთოთ ისე, რომ ღმერთს ვანახოთ, რა.“ – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.