ხულოში, სოფელ კალოთაში სკოლა დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი სკოლაში გუშინ, სააღამოს საათებში გაჩნდა.
ადგილიბრივების თქმით, ძლიერი ხანძრის გამო,სკოლა სრულად დაიწვა.
როგორც “გურია ნიუსს” ხულოს რესურცენტრში განუცხადეს, აღნიშნულ სკოლაში 14 მოსწავლე და 13 მასწავლებელი ირიცხებოდა.
მათივე ინფორმაციით, ისინი სასწავლო პროცესს ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდეუცნობია.