https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ოსლოში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

    ირანში ახალი უზენაესი ლიდერი აირჩიეს

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ძნელი სამუშაოა, მაგრამ ოჯახი ითხოვს?!” _ ქალები სამუშაოდ თურქეთში დადიან

14:12; 4.12.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურიდან მთელი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მეზობელ თურქეთში არაერთი ადამიანი მიდის პურის ფულის საშოვნელად.

მამაკაცებთან ერთად თურქეთში სამუშაოდ ქალებიც დადიან, სადაც საკმაოდ მძიმე სამუშაოს ასრულებენ _ ადრე დილით გადიან ჩაის საკრეფად და საღამოს 7 საათამდე მუშაობენ.

“მე და ჩემი მეუღლე სამი წელია დავდივართ ჩაის საკრეფად თურქეთში. მარტო ქმრის მიერ ნაშოვნი ფული არ ყოფნის ოჯახს, რაღაც შესაკეთებელი გვაქვს სახლში, ბავშვს მოვლა უნდა. ამიტომ, იძულებული გავხდი მეც წავსულიყავი და მემუშავა”, _ გვიყვება თეონა ქ-ძე.

მისივე თქმით, მათ ძალიან მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა:

“რამდენადაც დაუჯერებელი უნდა იყოს, ეს რეალობაა _ 30 ქალს ერთ ოთახში გვძინავს. სამუშაოდან რომ მოვდივართ, აბაზანაში რიგია. წვიმაში ვმუშაობთ და ქალისთვის ეს მძიმე სამუშაოა. ზოგჯერ ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც ჩემს ძალებს აღემატება. როდესაც ჩემს საქმეს მოვრჩებოდი, მეუღლეს ვეხმარებოდი, რათა ადრე დაგვემთავრებინა სამუშაო”.

როგორც თეონამ ჩვენთან საუბრის დროს თქვა, 12 კლასის დასრულების შემდეგ სწავლა ოზურგეთში, კოლეჯ “ჰორიზონტში” გააგრძელა, მაგრამ შემდეგ შვილი შეეძინა და სწავლა აღარ დაუსრულებია:

“არ მინდა, იმ ცხოვრებით იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა, რა პირობებშიც ჩვენ ვართ. სამჯერ გადავდივართ თურქეთში _ ერთი თვე იქ ვართ, 15 დღეს ვისვენებთ. ზაფხულში ლაითურში ახალგაზრდას ვერ ნახავ”, _ თქვა თეონამ.

ფატი ბერიძეს დაბა ლაითურში ყველა იცნობს. ის შვიდი შვილის დედაა.

“კომუნისტების დროს დაკავებული ვიყავი ჩაის კრეფით და ფულიც მქონდა, მაგრამ ახლა ფული არ არის… არც ჩაი არის იმ რაოდენობით, რომ თავი ირჩინოს ადამიანმა. მრავალშვილიანი დედა ვარ _ შვიდი შვილი მყავს. იმ დროს, როდესაც აქტიურად ვმუშაობდი, შვილებსაც ვუვლიდი, სახლსაც და ჩაის საკრეფადაც დავდიოდი. ყველაფერს ვასწრებდი”, _ გვითხრა ფატი ბერიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ლაითურში რეზო მესხიძე (კომენტარი ჩაწერილია 10 ნოემბერს): “რთულია, მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა, მაგრამ გაჭირვებაა. აქ ჩვენ ვერ ვასაქმებთ ხალხს. ქალები ნაკლებად დადიან, უფრო მეტად ახალგაზრდები, ბიჭები მიდიან სამუშაოდ”.

ნ. მ.19 წლის: “ოჯახური პირობების გამო გადავდივარ თურქეთში. 15 წლის გავთხოვდი, ერთი შვილის დედა ვარ. მეუღლესთან ერთად დავდივარ. სამუშაო არ არის ჩემთვის რთული”.

ნანა, 50 წლის: “სამი თვით მივდივარ სამუშაოდ, მეუღლესთან ერთად. ძნელი სამუშაოა, მაგრამ ოჯახი ითხოვს და რა ვქნა?!”

ცირა თურმანიძემ ლაითურის ცენტრში სილამაზის სალონი გახსნა და დასაქმდა:

“ჩემი ხარჯებით გავხსენი სილამაზის სალონი. იჯარით ავიღე ფართი. დიდი დასახლებაა ლაითური და შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა. ჯერ კურსები გავიარე და გავხდი სტილისტი. ადრე უკრაინაში ვმუშაობდი, შემდეგ თბილისში, ახლა ლაითურში ვცხოვრობ და აქვე ვმუშაობ. რთულია ცხოვრება და როგორც ვახერხებთ ჩვენი ძალებით, ისე ვცხოვრობთ. მე არ შემიძლია სამუშაოდ თურქეთში წასვლა და ეს გზა ავირჩიე. ოჯახში ძმები გვეხმარებიან და როგორღაც გაგვაქვს თავი”.

საქსტატის მონაცემებით, 15 წლის და უფროსი ასაკის ქალების 58% ეკონომიკურად აქტიურია, ხოლო კაცების _ 78%. აქედან, დასაქმებულია ქალების 53%, კაცების _ 67%.

ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის 42% ქალია, ხოლო 22% _ კაცი. აქედან, ქალთა 6% სტუდენტია და კაცებს შორის _ 7%. პენსიონერია 16% ქალი და 8% კაცი, ხოლო დიასახლისია 17% ქალი და 0% კაცი.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკურად აქტიურ ქალთა რიცხოვნობა 3%-ით შემცირდა, ხოლო კაცთა რაოდენობა თითქმის უცვლელი დარჩა. დასაქმებული ქალების და კაცების რაოდენობა, ამავე პერიოდში, თითქმის თანაბრად _ 2%-ით გაიზარდა. 2016 წელს, დასაქმებულთა 47%-ს ქალები, ხოლო 53%-ს კაცები შეადგენდნენ.

უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს 15-24 წლის ასაკის ქალებში (29%). 2016 წელს, კაცების აქტიურობის დონე მაღალია (94%) 25-34 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო დასაქმების დონე _ 35-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში (80%). როგორც ქალებში, ასევე 15-24 წლის კაცებშიც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია (31%), ამ ასაკში თითქმის ყოველი მესამე კაცი უმუშევარია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ დასაქმებული მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი საშუალო ზოგადი განათლების მქონეა. 2016 წელს დასაქმებულ ქალთა 38%-ს, ხოლო კაცთა 44%-ს საშუალო ზოგადი განათლება ჰქონდა.

უმუშევარი ქალების რაოდენობაში ყველაზე დიდი წილი უმაღლესი განათლების მქონეს უჭირავს, ხოლო კაცებში _ საშუალო ზოგადი განათლების მქონეს.

2016 წელს, უმაღლესი განათლება ჰქონდა უმუშევარ ქალთა 47%-ს, ხოლო კაცთა 44%-ს ჰქონდა საშუალო განათლება.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)  ახალ ანგარიშიდან ვიგებთ, რომ უთანასწორობამ და უღარიბესი ქალების უფლებების დაუცველობამ, შესაძლოა, მშვიდობასა და მსოფლიოს განვითარების მიზნების მიღწევას საფრთხე შეუქმნას: მთელ მსოფლიოში ქალების მხოლოდ ნახევარს აქვს ანაზღაურებადი სამუშაო; გლობალურად ქალები კაცების ანაზღაურების მხოლოდ 77%-ს იღებენ; მსოფლიოში ყოველი ხუთი ქალიდან სამს არ ეძლევა შესაძლებლობა, სრულად ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით, უფრო მეტიც, ბევრი მათგანი “დედობის საზღაურს” იხდის.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ინტენსიური თოვა და ქარბუქი გზაზე – სად დაწესდა მოძრაობაზე ნაწილობრივ შეზღუდვა

07:58; 9 მარტი, 2026
საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში მოქალაქეთა უსაფრთხოდ დაბრუნება დასრულდა

15:29; 8 მარტი, 2026
საზოგადოება

“გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება”- ირაკლი კობახიძე

10:07; 8 მარტი, 2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7 მარტი, 2026

„მე ომბუდსმენი 2017“-ის და „(უ)თანასწორობა ჩვენ გარშემო“ 2017-ის დაჯილდოება

შსს-ს საგანგებო განცხადება: მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ სამართალდამცველებს ჩაბარდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ინტენსიური თოვა და ქარბუქი გზაზე – სად დაწესდა მოძრაობაზე ნაწილობრივ შეზღუდვა

7:58; 9.03.2026
სპორტი

ოზურგეთელმა სპორტსმენებმა ღია პირველობიდან კიკბოქსინგში შინ 7 ოქროს მედალი წამოიღეს

20:14; 8.03.2026
პოლიტიკა

სახალხო დამცველი: 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი

19:36; 8.03.2026
სამართალი

შსს-ში სოფელ აღაიანში ავტოსაგზაო შემთხვევისა და შემდგომ მომხდარი ინციდენტის დეტალებს განმარტავენ

18:42; 8.03.2026
მსოფლიო

ოსლოში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

18:12; 8.03.2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში იასპარეზებს

18:01; 8.03.2026
სამართალი

რუსთავში მამაკაცი დააკავეს

17:32; 8.03.2026
პოლიტიკა

“მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ნამახვანჰესის პროექტს დააბრუნებს” – ქვრივიშვილი

16:45; 8.03.2026
პოლიტიკა

ქალთა ციხესთან სარვამარტო პროტესტი გაიმართა

16:18; 8.03.2026
საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში მოქალაქეთა უსაფრთხოდ დაბრუნება დასრულდა

15:29; 8.03.2026
მსოფლიო

ირანში ახალი უზენაესი ლიდერი აირჩიეს

15:14; 8.03.2026
პოლიტიკა

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში სასამართლოში დაკითხვაზე თინა ხიდაშელი მივიდა

12:50; 8.03.2026
პოლიტიკა

კობახიძე: Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა

12:25; 8.03.2026
ზაფრანი

„სარეკორდო სპექტაკლი“

11:52; 8.03.2026
ზაფრანი

„მესხი-კალოევის დუეტი“- ამბავი, რომელიც ნოდარ ახალკაცის კაბინეტში მოხდა

11:25; 8.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო