მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქად ტოკიოა მიჩნეული. არსად ისეთი ძვირი არ ჯდება ცხოვრება, როგორც იაპონიის დედაქალაქში.
ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი იუველირმა დაამზადა. უძვირფასესი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ცნობილმა იუველირმა სტიუარტ ვაიცმანმა შექმნა. იგი 642 ლალის ქვით არის მორთული და 1,6 მილიონი ევრო ღირს.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კარტოფილი – La Bonnote – საფრანგეთში მოდის და ერთი კილოგრამი დაახლოებით 500 ევროდ ფასობს.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავა Kopi Luwak – სუმატრას კუნძულებზე ხარობს. ფუნტის მეოთხედი 75 დოლარამდე ღირს.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კოსტიუმი ამერიკელი კოსმონავტების კოსტიუმია. იგი 9 მილიონი დოლარი ღირს და ერთდროულად მსოფლიოში არსებულ ჩასაცმელებში ყველაზე ძვირ ნივთად მიიჩნევა.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სავაჭრო მარკაა კოკა -კოლა. მისი ღირებულება 68,9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც მთელი ფირმის ღირებულების 60%-ს შეადგენს.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული თოჯინა “ბარბი” 100 ათასი ევრო ღირს. მას აცვია კაბა, რომელიც ნამდვილი ბრილიანტებითაა მორთული.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წიგნია ლეონარდო და ვინჩის “ლესტერული კოდექსი” (ტრაქტატი წყალზე, მიწაზე და ცის ამბებზე), რომელიც ძვირფას ქაღალდზე სარკისებური შრიფტით არის შესრულებული. ბილ გეიტსმა ეს წიგნი 24 მილიონ დოლარად შეიძინა.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბიუსჰალტერი 12,5 მილიონი დოლარი ღირს. ნიუ იორკის ერთ-ერთი მოდების ჩვენებაზე ეს ბიუსჰალტერი გერმანელმა მოდელმა ჰაიდი კლუმმა წარმოადგინა.