უგანდაში ებოლას ეპიდემიას ებრძვიან.
როგორც BBC იუწყება, ებოლას გავრცელების გამო ორ ოლქში 3 კვირიანი ჩაკეტვა გამოცხადდა.
მუბენდესა და მეზობელ კასანდაში ბარები, ღამის კლუბები, სალოცავი და გასართობი ადგილები დაიკეტება და კომენდანტის საათი ამოქმედდება.
ამ უკანასკნელმა ეპიდემიამ 58 დაფიქსირებულ შემთხვევას შორის 19 ადამიანი იმსხვერპლა. თუმცა, დაღუპულთა და შემთხვევების რეალური რაოდენობა შესაძლოა უფრო მაღალი იყოს.