ებოლას შედეგად კონგოში 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS NEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ქვეყანაში ებოლას 35 შემთხვევაა გამოვლენილი.
ვაქცინაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს, თუმცა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, მომდევნო რამდენიმე კვირას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იმის დასადგენად დაექვემდებარება თუ არა ეპიდემია კონტროლს.
ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ დიდია ვირუსის რეგიონში გავრცელების რისკი და შესაბამისად უნდა შეიზღუდოს საერთაშორისო მოგზაურობა და ვაჭრობა.
მაუწყებლის ცნობით, კონგოში 1976 წლის შემდეგ ებოლა მეცხრედ გავრცელდა.
როგორც ცნობილია, ვირუსის დასამარცხებლად არ არსებობს სპეციალური მკურნალობა. სიმპტომები მოიცავს ცხელებას, დიარეას, კუნთების ტკივილს, ზოგჯერ შიდა და გარე სისხლდენას. ვირუსით დაავადების 90% ფატალურად სრულდება.