პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილს აბდესლამს ბრიუსელის სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მან დაკავების დროს პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ის არ პასუხობდა მოსამართლის კითხვებს და ასევე არ ესწრებოდა საქმის მოსმენას.
მასთან ერთად 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მის თანამზრახველს, ტუნისელ სუფენ აიარისაც.
მოსამართლე მერი ფრანს კეუტგენის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ორივე მათგანი რადიკალიზმშია ჩართული.
პარიზში ტერაქტი 2015 წლის 13 ნოემბერს მოხდა, რასაც 130 ადამიანი ემსხვერპლა.