უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შოუმენმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხმების 73,2 პროცენტი მოიპოვა _ ამ ინფორმაციას ორგანიზაცია „ეროვნული ეგზიტპოლი 2019“ ავრცელებს. მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხმების მხოლო 25,3 პროცენტი მიიღო.
სხვა ეგზიტპოლების მიხედვით, ზელენსკიმ ხმების 72,5 პროცენტი მიიღო, პოროშენკომ კი _ 27,5 პროცენტი.
შოუმენმა მადლობა გადაუხადა მის მომხრეებს და მათ ასე მიმართა: „გპირდებით, რომ არასდროს გიღალატებთ!“