https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ეკრანზე მოსაუბრე მასწავლებელი, რომელსაც შეგიძლია, დედის უჩუმრად ხმა გამოურთო

11:01; 26.01.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის დაწყებითი კლასის მასწავლებელი მანანა მექვაბიშვილი მუშაობის 45–წლიან სტაჟს ითვლის. 2020 წელს, მას პირველად მოუხდა ბავშვებისთვის ანბანი და ციფრები ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ესწავლებინა.

პირველკლასელთა დაცარიელებული ოთახი შემოქმედის სკოლაში

“1974 წელს დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის ინსტიტუტი. მუშაობა დავიწყე ნასაკირალის საშუალო სკოლაში, სადაც 13 წელი ვიმუშავე. შემდეგ გადმოვედი სამუშაოდ შემოქმედის საჯარო სკოლაში. შემოქმედის სკოლაში ვმუშაობ 32 წელია… ათი ცხოვრება რომ მქონდეს, ათივე ცხოვრებაში პედაგოგობას ავირჩევდი. ბავშვებთან უშუალო ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მაძლევს მეც დიდ ენერგეტიკას და აი, ეს ენერგეტიკა იკარგება ახლა. წლევანდელ პირველკლასელებს, სამწუხაროდ, არც კი ვიცნობ, რადგან სკოლაში მხოლოდ15 დღე ვიყავით ერთად… მოცემულ მომენტში ჩემი ბავშვების მასწავლებლად ვერ ვგრძნობ თავს, უფრო მშობლების მასწავლებელი ვარ _ ვასწავლი მშობლებს, როგორ ასწავლონ შვილებს. კიდევ კარგი, რომ ამ პანდემიის დროს ონლაინ სწავლება მაინცაა შესაძლბელი, რაღაც ურთიერთობა მაინც გვაქვს და ეს ბავშვები არ დარჩნენ განათლების გარეშე. ის, რაც ხდება საკლასო ოთახში, ეს არის განუმეორებელი და არ შეიძლება მოხდეს ტექნიკის მეშვეობით“, _ ჰყვება “გურია ნიუსთან“ მანანა მექვაბიშვილი.

მანანა მექვაბიშვილი: “საკლასო ოთახში სულ სხვა ურთიერთობაა. ბავშვები სახლში  მშობლების გვერდით არიან; ზოგი _ ტირის, ზოგი _ არ მპასუხობს ონლაინ. ჩემი მოსწავლეების მშობელს უთქვამს: რომ იცოდეთ როგორ გაინცდის ბავშვი კომპიუტერთან ჯდომას და პასუხის გაცემას, ეს არ ჩანს ონლაინო.

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხნის გამოცდილება მაქვს, ახლა ვსწავლობ ბავშვის ფსიქოლოგიას. მაშინ, წლების წინ, ვფიქრობდით, რომ ბავშვი უნდა მორგებოდა მასწავლებელს და არა მასწავლებელი – ბავშვს… ვფიქრობ, 90-იანებში ჩვენ ვზრდიდით მორჩილ ბავშვებს და ახლა კი თავისუფალ ბავშვებს ვზრდით“.

როგორია მასწავლებლის, მოსწავლის და მშობლის ურთიერობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როგორია ამ სამეულის თანამშრომლობა ონლაინ რეჟიმში, საკლასო ოთახის გარეშე?

ლადო აფხაზავა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი მიიჩნევს, რომ კომუნიკაცია მასწავლებელს და მოსწავლეს შორის, გარკვეულ წილად, გაუმჯობესდა კიდეც; ბევრი მისი კოლეგისგან სმენია, რომ ონლაინ გაკვეთილების დროს, უფრო მეტი ბავშვი აღმოაჩინა, რომელიც ონლაინ სივრცეში უფრო გააქტიურდა.

ლადო აფხაზავა

“პანდემიამდე, პედაგოგების უმეტესობამ არც კი იცოდა სოციალური მედიის და სხვა პლატფორმების გამოყენება; ბავშვებმა კი ძალიან კარგად იციან კომპიუტერული პროგრამები, სოციალური მედია და ამ კუთხით მოხდა მასწავლებლის და მოსწავლის თანამშრომლობა. “თიმსის“ გამოყენების შესასწავლად ტრენინგი ჩაგვინიშნეს და მაშინ ვუთხარი ჩემს კოლეგებს, გვეთანამშრომლა ჩვენს მოსწავლეებთან, მივწერეთ ბავშვებს და ისინიც წამოვიდნენ თანამშრომლობაზე. დისტანციურად, წესების დაცვით სკოლის მოსწავლეებისგან მივიღეთ დამატებითი ცოდნა, რაც, ვფიქრობ, ძალიან ღირებული იყო. ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემი მოსწავლისგან ბევრი ვისწავლე და ძალიან კარგად გადმოცემდა სასწავლო მასალას. ჩვენ ციფრული თაობის მასწავლებლები ვართ _ პანდემიამ გამოაჩინა, რომ ციფრულ ტექნოლოგიებში მოვიკოჭლებდით და ახლა გამოჯანმრთელების ეტაპზე ვართ. ყველაფერი დაძლევადია, მთავარია, ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ”.

საბა ბედინეიშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის მე-12-ე კლასის მოსწავლეა.

საბა ბედინეიშვილი

“არ ვარ ონლაინ სწავლების მომხრე, თუმცა ფაქტია, რომ რიგ შემთხვევაში, ეს აუცილებელია. ონლაინ სწავლებაზე გადასვლა უკიდურესი ფორმაა, რომელსაც სახელმწიფომ შეიძლება მიმართოს. სკოლები, ასეთ დროს, უნდა იხურებოდეს ყველაზე ბოლოს და იხსნებოდეს ყველაზე ადრე. მთავარი განსხვავება ოფლაინ და ონლაინ სწავლებას შორის ისაა, რომ ონლაინში ვერ ხდება სრულფასოვანი კომუნიკაცია ერთმანეთთან, ვერ ვაფიქსირებთ ერთმანეთის ემოციებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია; საგნებს ნაკლები დრო ეთმობა და ასე შემდეგ. მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ როგორმე ეს დანაკლისი აგვინაზღაურონ, მაგრამ მაინც არასაკმარისია და უშუალო კომუნიკაციას ვერ ანაცვლებს.

 პირადად მე არ შემქმნია პრობლემა კომპიუტერის ან ინტერნეტის სისტემატურად არქონის გამო, თუმცა, ხშირად აქვს ხარვეზი როგორც თიმსს, ასევე ინტერნეტს, რაც ქმნის ძალიან დიდ დისკომფორტს. ვისურვებდი, რომ სწავლა სკოლებში რაც შეიძლება მალე განახლდეს“, _ ამბობს საბა ბედინეიშვილი.

თაზო ჯოჯუა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ასკანის საჯარო სკოლის მოსწავლე:

“ყველამ კარგად რამხელა დაბრკოლების წინაშე დავდექით, როცა დისტანციური ურთიერთობები უნდა გვესწავლა _ ონლაინ სამყაროში აღმოვჩნდით რეალური სივრცის გარეშე.

წარმოუდგენლიც კი იყო სწავლების დისტანციური ფორმატით გაგრძელება; განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც ტექნოლოგიები და კომპიუტერი “ეშმაკის მანქანად“ იყო წოდებული. ძნელია იურთიერთო, ისწავლო, გასცე, განვითარდე დისტანციურად თუ არ ფლობ ყველა საჭირო ტექნოლოგიას. არადა, ჩვენ შეგვიძლია სივრცე, რომელშიც შემოერთებას ხელს ვერ შეუშლის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ჯანსაღი, სწორი ურთიერთობების წყაროდ ვაქციოთ. მთავარია, ვფლობდეთ ტექნოლიგებს, ონლაინ რესურსებს და მივხვდებით, რომ ეს არის სივრცე, რომელსაც ჰორიზონტი არ გააჩნია. გეთანხმებით ყველას, ვისაც სოციალური და არა დისტანციური ფორმატის ურთერთობები გირჩევნიათ, მაგრამ აქ, ახლა და ამ მდგომარეობაში, ჩემი და შენი ჯანმრთელობისთვის, დისტანციური პროცესი ჯობს. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობა დისტანციურ პროცესში საკმაოდ სტრესულია ორივე მხარისთვის, მაგრამ თვითგანვითარების მაძიბელ მასწავლებელსა და მოსწავლეს იმაზე მეტი შეუძლია ამ უჰორიზონტო სივრცეში, ვიდრე ეს დისტანციური ურთერთობებია”.

თაზო ჯოჯუა

ქეთი გობრონიძე, პროგრამის _ “მომავლის თაობა“ კოორდინატორი გურიაში ამბობს, რომ ყველაზე მწვავედ ინტერნეტსა და კომპიუტერზე დაბალი წვდომის პრობლემა დგას; ასევე, სწავლა-სწავლების პროცესი ვეღარ არის ისეთი ცოცხალი და აქტიური; გართულებულია მოსწავლეებთან ინფორმაციის მიტანა და მასწავლებელთან უკუკავშირი; დაბალია  ტექნიკისა თუ პროგრამების გამოყენების კომპეტენციაც.

ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია ბოლქვაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიამბობს:

ნათია ბოლქვაძე

“მარტიდან ივნისამდე რთული, თუმცა საინტერესო ეპიზოდი გავიარე ჩემს მეოთხეკლასელებთან. ერთად ყოფნა დავასრულეთ დისტანციურად. ჩვენმა ოთხწლიანმა თავგადასავალმა (ასე ვუწოდებდით ჩვენს საქმიანობას სკოლაში) დისტანციის უარყოფითი, მკაცრი მხარეები დაასუსტა_ ონლიან ისევ გვიყვარდა ერთმანეთი, ისევ ვქმნიდით, ისევ ვთხზავდით, ისევ ვიკვლევდით… რაც ძალიან მნიშნელოვანია, ერთად ყოფნის, ერთმანეთისთვის ინივიდუალური  და არა ჯგუფური ( რომელიც ძალიან მოსწონთ ბავშვებს)  ნამუშევრების  გაზიარების სურვილი გაამძაფრა. მომავლის იმედით დავშორდით ერთმანეთს და გვქონდა სლოგანი #მალეჩაგეხუტებით.

წელს პირველი კლასების მასწავლებელი ვარ. 1995 წლიდან აქ ვარ და, რაც დრო გადის, უფრო დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, პირველკლასელების მასწავლებლობა ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა. უკვე მერვედ შევდივარ პირველ კლასში და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ემოცია მეუფლება: ღმერთო, შემაძლებინე! მეშინია? ვერ ვიტყვი, რომ მეშინია _ უკეთ მინდა გამომივიდეს. სხვა თაობა მოდის და სხვანაირი დახვედრა უნდა…

წარმოგიდგენიათ მასწავლებელი, რომელიც ტირის (უფრო ზლუქუნებს გულიანად) “აი, იას“ გაკვეთილის  წინა დღეს? გაგიკვირდებათ, ალბათ… საკლასო ოთახში საზეიმო განწყობას, ხვალინდელ დილას, აციმციმებული თვალების შემონათებას რომ ელოდები, და… გირეკავენ, ონლაინზე გადავდივართო“… საკლასო ოთახში საზეიმო განწყობას რომ გამოუკეტავ კარს! ამ დროს სულ არაა მოულოდნელი იტირო…

უფლება არ გაქვს ჩაიმუხლო, უნდა ადგე და გამოსავალი იპოვო; ჰოდა, კორონას ფერებმა ვერ შეცვალა ჩვენი “აი, იას“ ორშაბათი. ჩვენ მაინც მოვშაქრეთ ანბანი. დიდი ტვირთი ჩემი მოსწავლეების მზრუნველმა მშობლებმა აიღეს თავის თავზე.  მათი დახმარების გარეშე, დავრჩებოდი ტელევიზორში მოსაუბრე მაწავლებლად, რომელსაც შეგიძლია პულტით ხმა დაუწიო… ერთად შევძელით ჩემი ყველაზე, ყველაზე საყვარელი ბავშვების ყურადღების კონცენტრირება თიმსკლასში (ასე ვეძახით ვირტუალურ საკალსო ოთახს)”.

მადონა ქურდაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჯვარცხმის საჯარო სკოლაში ასწავლიდა, როდესაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო. ახლა ის რუსთავში აგრძელებს საქმიანობას:

მადონა ქურდაძე

 “2020 წლის გაზაფხულის გამოწვევის წინაშე, როგორც სხვები, ჩვენი სკოლაც დადგა. შეძლებისდაგვარად შევეცადე დროულად მომეხდინა რეაგირება, რომ ჩემს მოსწავლეებს არ გასჭირვებოდათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის დაძლევა. მოგეხსენებათ ზამთრის ვირუსები ყოველთვის აქტიური პრობლემა იყო იანვარსა და თებერვალში. ამიტომ, ვირუსებიდან გამომდინარე, გაცდენები მოსწავლეებს თებერვალშიც ჰქონდათ, ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო კი, სწავლა მარტის დასაწყისშივე შეწყდა გაურკვეველი ვადით. უნდა მიმეღო გარკვეული ზომები, რომ მოსწავლეებისათვის ხანგრძლივი არდადეგები “დამღუპველი“ არ ყოფილიყო.  ეროვნული გეგმის სტანდარტიდან და საგნის სახელმძღვანელოს თემატიკიდან გამომდინარე,  შევადგინე  მატერიალური სახით  ე.წ. „გზამკვლევი მშობლებისთვის“, სადაც სახელმძღვანელოს კვალდაკვალ შესასწავლი თემები  დეტალურად იყო გაწერილი დროში; ხაზგასმით აღვნიშნე შესასწავლი თემის მიზანი, რომ მშობლისთვის და ბავშვებისთვის გასაგები ყოფილიყო საკითხის შესწავლის მნიშვნელობა. აგრეთვე, გზამკვლევში დეტალურად აღვწერე მასალის ახსნის მეთოდი და აქტივობები. თუ რა მეთოდით მიეწოდებინათ ესა თუ ის საკითხი შვილებისთვის. განვსაზღვრე მოსალოდნელი შედეგებიც, რათა მშობლებს არ ჰქონოდათ გადაჭარბებული ან პირიქით _ მიზერული მოთხოვნები ბავშვების მიმართ და დაეცვათ ზომიერება საკითხის შესწავლის დროს. გზამკვლევს თან ახლდა რესურსიც (გმირის რუკა, პერსონაჟის დახასიათების რუკა, ასოციაციური რუკა, სიტყვის პირამიდა, სიტყვების სკივრი და ა.შ.). პარალელურად კი, სატელეფონო კავშირით გვქონდა აქტიური კომუნიკაცია მოსწავლის მშობლებთან. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მოსწავლეების მშობლების აქტიური მხარდაჭერა და თანამშრომლობა აღმოჩნდა დადებითი შედეგის მიზეზი; რომ არა მათი თანადგომა, ჩემ მიერ დასახული მიზანი წარმატებით ვერ გახორციელდებოდა.

რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორისგან ქალბატონ  მალვინა ოსეფაიშვილისგან  მქონდა აქტიური მხარდაჭერა; მან უზრუნველყო რესურსისთვის კარტრიჯი,  A4 ფორმატის ფურცლები და დამზადებული მატერიალური რესურსის ტრანსპორტირება თითოეულ მოსწავლემდე.

პანდემიის გახანგრძლივების გამო, აპრილის დასაწყისში განათლების სამინისტრომ მიიღო გარკვეული ზომები, რომ მოსწავლეებისათვის სწავლა გაგრძელებულიყო ონლაინ რეჟიმში. გაჩნდა რეკომენდირებული თიმსის პროგრამა, რომელიც თავად მასწავლებლებისთვისაც სიახლე იყო და საჭიროებდა მასწავლებლების მხრიდან გარკვეული უნარების განვითარებას. თუმცა, მხოლოდ ეს არ იყო პრობლემა. მთავარი პრობლემა იყო რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა და მოსწავლეებისთვის ინტერნეტის არქონა. მხოლოდ 3 მოსწავლეს ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა. ამიტომ, დანარჩენებთან კვლავ მატერიალური გზამკვლევებით და სატელეფონო კომუნიკაციით გავაგრძელე მუშაობა.

მიუხედავად პანდემიისა, ვთვლი, რომ 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დავასრულეთ, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით მშობლებს, თავად მოსწავლეებს და სკოლის ადმინისტრაციას“, _ ამბობს მადონა ქურდაძე.

ორგანიზაცია  “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ მომზადებულ კვლევაში აღნიშნულია: “რესპონდენტების თქმით, დისტანციური სასწავლო პროცესის დანერგვისას, მნიშვნელოვანი როლი მშობელთა ჩართულობას ენიჭებოდა, განსაკუთრებით კი დაწყებით საფეხურზე. პედაგოგები და დირექტორიები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ პანდემიის პირობებში მშობელთა გააქტიურება ნამდვილად იგრძნობოდა. რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ უზრუნელყოთ შვილების ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, რაც გამოიხატებოდა საჭირო ტექნიკის შეძენას ან საკუთარის თხოვებაში, ასევე შვილებისთვის საჭირო ინტერნეტ მეგაბაიტებით უზრუნველყოფაში.

მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ პანდემიის პირობებში მშობლებს გამოუჩნდათ მეტი დრო, დაინტერესებულიყვნენ და თავად შეეფასებინათ შვილების შესაძლებლობები და ამავდროულად, პედაგოგთა მიერ გაწეული შრომაც. მასწავლებლების თქმით, ხშირად იყო შემთხვევა, როცა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს გვერდით ესხდნენ მშობლები და ეხმარებოდნენ პროცესთან ადაპტირებაში. ეს გარემოება თავდაპირველად პედაგოგებისთვის ერთგვარი ბარიერიც იყო, ისინი მეტად გრძნობდნენ შფოთვასა დადაძაბულობას, რადგან მათ გაკვეთილებს ისმენდნენ მოსწავლეთა ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის მშობლები და ბებია-ბაბუები. ეს გარემოება, რესპონდენტთა თქმით, აიძულებდათ, საგაკვეთილო პროცესისთვის მეტად მომზადებულიყვნენ. თუმცა, პედაგოგთა თქმით, იყო შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებს სურდათ, დახმარებოდნენ ბავშვს, რაც გამოიხატებოდა კარნახში, წამოძახილში და მათ “ზედმეტ აქტიურობაში“.

“დისტანციური სწავლების რეჟიმი მშობლებისთვის გამოსაფხიზლებელი აღმოჩნდა. როდესაც დაინახეს მათი შვილი რას აკეთებს, გაკვეთილზე მასწავლებელი თურმე როგორ შრომობს, თურმე როგორი კონკურენციაა, რა როგორ უნდა გააკეთოს, ფაქტობრივად მშობელი აღმოჩნდა გაკვეთილზე ყოველდღიურად და უკეთესად დაინახა, შეაფასა მოლოდინები, რისკები, და უფრო გააქტიურდნენ, სკოლის ცხოვრებაში“ (კვლევაში მონაწილე პედაგოგი).

“თამამად ვიტყვი, რომ მშობლები რომ არა, მე აქედან ბავშვების ქცევას ვერ ვმართავდი. აბსოლუტურად ჩართულები იყვნენ მშობლები. ყველა დავალებაზე უკუკავშირს წერდნენ, “აქ გაგვიჭირდა“, „აქ ასე გავაკეთეთ“, „აქ კარგად გავაკეთეთ, ჩემი დახმარება არ დასჭირვებია“.  რა დროსაც არ უნდა დამერეკა, მიმეწერა, ისინი სრულყოფილად, ძალიან დამაჯერებლად მცემდნენ პასუხს და ეს მეხმარებოდა ამ უკუკავშირის პროცესში ძალიან“ (პედაგოგი)  „ძალიან აქტიურები აღმოჩნდნენ ჩემი მოსწავლეების მშობლები, უფრო მეტად აქტიურები, ვიდრე
სკოლაში; უფრო დაინტერესებულები. მეც ძალაინ მომზადებული ვიყავი, თითქოს მეც მისმენდნენ ოჯახის წევრები და მამოწმებდნენ. ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის“ (პედაგოგი).

რესპონდენტების თქმით, მაღალი საფეხურის მოსწავლეთა მშობლები პროცესში ნაკლებად ერთვებოდნენ. დირექტორთა თქმით, კლასის დამრიგებლები ყველა მშობელს უკავშირდებოდა, თუმცა, მაღალკლასელებს მნიშვნელოვანი დახმარება ამ პროცესში არ სჭირდებოდათ. შესაბამისად, მშობლის ჩართულობის მნიშვნელობაც არ იყო ისეთი მაღალი, როგორც ეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შემთხვევაში. თავად პედაგოგები მხოლოდ იმ შემთხვევაში უკავშირდებოდნენ მაღალკლასელთა მშობლებს, როცა მოსწავლე გაკვეთილზე არ ესწრებოდა. რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ კომუნიკაცია მშობელებთან მეტწილად Facebook-ჯგუფების გამოყენებით ჰქონდათ, რომლებშიც გაწევრიანებული იყვნენ დამრიგებლები და კლასის მოსწავლეთა მშობლები, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორმა შექმნა მშობელთა ჯგუფი, რომელშიც ერთიანდებოდნენ სკოლის თითოეული კლასის 1 ან 2 მშობელი, რომლებიც აჟღერებდნენ კლასის პრობლემებს და ასევე დირექტორის მიერ გაჟღერებულ სიახლეებს აწოდებდნენ დანარჩენ მშობლებს. დირექტორის შეფასებით, ამგვარი ურთიერთობა პროცესს უფრო სტრუქტურირებულს ხდიდა“, _ ნათქვამია კვლევაში.

სამწუხაროდ, საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა ისევ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, თუ რა პრობლემები ან სიახლეები მოიტანა ონლაინ სწავლების პროცესმა პანდემიის პირობებში. რომ არა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ურთიერთთანამშრომლობა, პროცესი სულ ერთი წინადადებით შეიძლებოდა აღგვეწერა _ “ეკრანზე მოსაუბრე მასწავლებელი, რომელსაც დედის უჩუმრად,  შეგიძლია ხმა გამოურთო!“

ავტორები: გიორგი გირკელიძე, ლისა კოროშინაძე

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ეკატერინობაა!- ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

10:02; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ავტობანზე ავტომობილი ამოყირავდა

09:08; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6 დეკემბერი, 2025

ოპოზიცია საერთო განცხადებით მიმართავს მმართველ პარტიას

საქართველოში მტკნარი წყლის აკვაკულტურის შესახებ ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა იწყება

ყველა სიახლე

სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7.12.2025
სამართალი

პოლიციამ ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი დააკავა

10:12; 7.12.2025
სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო- დაკავებულია გერმანიის მოქალაქე

10:07; 7.12.2025
საზოგადოება

ეკატერინობაა!- ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

10:02; 7.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა გახარიამ, რაც შეეხება 2024 წელს, ყველაფერი არის უცხადესი

9:52; 7.12.2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

9:37; 7.12.2025
საზოგადოება

ავტობანზე ავტომობილი ამოყირავდა

9:08; 7.12.2025
ზაფრანი

„ეროსი მომიტრიალდა და შენ აღარა ხარ საჭირო, წადი ლექციებს მიხედეო“

9:00; 7.12.2025
ზაფრანი

თბილისური ქეიფი

8:52; 7.12.2025
საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6.12.2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6.12.2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6.12.2025
პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6.12.2025
მსოფლიო

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

13:46; 6.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო