https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ექსკლუზივი – 12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

11:02; 22.02.2017
ჟურნალისტური გამოძიება
Share on FacebookShare on TwitterEmail

შოთა შანიძე, გიორგი მორჩილაძე, ჯიმი მაჩაბელი, არჩილ ნასრაშვილი, ლევან ბოჭორიშვილი _ ესენი ის პირები არიან, რომლებიც, მათივე მტკიცებით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, გამსახურდიასა (პეკინის) და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე ცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობას შეესწრნენ.

ხუთივე პირი ამბობს, რომ დავით ოთხმეზური მათი უახლოესი მეგობარი იყო, თუმცა, ერთადერთი ადამიანი, ვინც დაჭრილი ოთხმეზური საავადმყოფოში გადაიყვანა ჯიმი მაჩაბელია. დანარჩენები მეგობრის დაჭრის ფაქტს თვალს შორიდან ადევნებდნენ და მასთან მისვლის სურვილი არ გასჩენიათ. რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ზემოთ აღნიშნულმა პირებმა ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე განაცხადეს.

შანიძე, მორჩილაძე და ბოჭორიშვილი ამბობს, რომ 2004 წელს, ოთხმეზურის დაჭრის შემდეგ, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობის სურვილიც არ გასჩენიათ, მხოლოდ 2015 წელს გადაწყვიტეს გამოძიებისთვის ჩვენება მიეცათ.

საქმის პროკურორის ამირან გულუაშვილის თქმით, აღნიშნულ პირებს გამოძიებასთან თანამშრომლობა ოთხმეზურის დაჭრაში ბრალდებულის „გავლენიანი ნაცნობების“ გამო შეეშინდათ, თუმცა, პროკურორის თქმით, ზემოთ აღნიშნული პირების სანდოობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ ამის გამო არ უნდა დადგეს.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ბრალდებულის ადვოკატს. ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ საქმეში აღნიშნული პირების 12 წლის შემდეგ გამოჩენა გარკვეულ ეჭვებს აჩენს. ადვოკატი ფიქრობს, რომ პროკურატურა ოთხმეზურის მკვლელობის გახსნას „დაქირავებული მოწმეებით“ ცდილობს.

ადვოკატი მოწმეების სანდოობის საკითხზე საუბრისას ყურადღებას მათ არაერთგზის ნასამართლეობასთან დაკავშირებითაც ამახვილებს და ამბობს, რომ ასლან ბეჟანიძისთვის მკვლელობის დაბრალების შემდეგ მათმა ნაწილმა პროკურატურისგან გარკვეული შეღავათები მიიღო.

კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს ის, რომ ოთხმეზურის მკვლელობის ორი მთავარი მოწმე – შოთა შანიძე და გიორგი მორჩილაძე, რომლებმაც უშუალოდ დაადეს ხელი ბრალდებულ ასლან ბეჟანიძეს, სხვა მკვლელობის საქმეშიც მთავარი მოწმეები არიან, რის შესახებაც „გურია ნიუსი“ ცოტა ხნის წინ წერდა.

როგორ მოხდა ისე, რომ 2004-2005 წლებში შანიძე და მორჩილაძე ორ მკვლელობას შეესწრნენ, თუმცა, მათ 2015 წლამდე აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურისთვის არ მიუმართავთ, კითხვაზე პასუხი არ არის.

2016 წლის 19 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი დარახველიძის წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარდგნენ. პროცესს ესწრებოდა ბრალდებული ასლან ბეჟანიძეც, რომელსაც საბოლოო სიტყვა არ უთქვამს. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება მის ადვოკატს და რაიმეს დამატება არ სურს.

პროკურორი ამირან გულუაშვილი 11-გვერდიან დასკვნით სიტყვას 32 წუთისა და 9 წამის განმავლობაში კითხულობდა. დაცვის მხარეს კი, საკუთარი არგუმენტების დასამტკიცებლად და 80-გვერდიანი დასკვნითი სიტყვის წასაკითხად 3 საათი და 28 წუთი დაჭირდა.

 დანაშაულის მოტივი

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით (პროკურატურის ინფორმაციით, ოთხმეზურმა ბეჟანიძეს ტელეფონი სთხოვა დასარეკად, ავტ.) კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
2016 წლის 26 მარტს ასლანბეჟანიძე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრება აქვს ბრალდებულის ადვოკატს. ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ პროკურატურას ამ დრომდე არ დაუდგენია დანაშაულის მოტივი. როგორც კაკაბაძემ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, დაკითხულ პირთა ჩვენებებით ირკვევა, რომ დავით ოთხმეზურს მობილური ტელეფონი თავადაც ჰქონდა.

„არ არის დადგენილი დანაშაულისმოტივი.არ არის წარმოდგენილი ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება, ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა რომ ასლან ბეჟანიძეს ჰქონდა ოთხმეზურის მოკვლის მოტივი. საქმეში არ დევს სატელეფონო ანძების ამონაწერი, საიდანაც დადგინდებოდა თუ რომელ მათგანს ჰქონდა ტელეფონი; ასევე დადგინდებოდა ასლან ბეჟანიძე ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა იმ ტერიტორიაზე შემთხვევის დროს. სამაგიეროდ, გამოძიება ეყრდნობა მრავალგზის ნასამართლევ პირებს, რომლებსაც 12 წლის შემდეგ გაახსენდათ რომ მკვლელობის თვითმხილველები იყვნენ“, _ აცხადებს კაკაბაძე.

12-წლიანიგამოძიების შედეგი

პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ ოთხმეზურის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 2004 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცავების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ გახსნეს. მისივე თქმით, დანაშაულის გახსნა 12 წლის შემდეგ კონკრეტული პირების გამოძიებასთან თანამშრომლობის შემდეგ მოხერხდა.

„სამწუხაროდ, დავით ოთხმეზურის მკვლელობის შემდეგ ასლან ბეჟანიძე წარმატებით არიდებდა თავს სამართალდამცავ ორგანოებს და გამოძიების დაწყებიდან დღემდე დუმილის უფლებას იყენებს“, _ აღნიშნა პროკურორმა დასკვნით სიტყვაში. მისივე განმარტებით, დაცვის მხარის მთავარ სამიზნეს სწორედ ეს მოწმეები წარმოადგენენ.

თუმცა, ბრალდებულ ასლან ბეჟანიძის ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას ხელს არაფერი უშლიდა, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მომხდარი დანაშაულის სწრაფად და ეფექტურად გამოეძიებინა, მაშინ როდესაც უამრავი პირი იმყოფებოდა ადგილზე.
„არ არის ამოღებული შემთხვევის იარაღი ასლან ბეჟანიძის სახლიდან.
არ არის ამოღებული ასლან ბეჟანიძის ტანსაცმელი. არ არის ჩატარებული გენეტიკური და დაქტილოსკოპიური ან რაიმე სხვა სახის ექპერტიზა; არ არის მოპოვებული არანაირი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ასლან ბეჟანიძის კონკრეტულ მკვლელობასთან კავშირს ადასტურებს. არ არის დაკითხული გამომძიებელი ალავიძე, რომელმაც ჩაატარა საქმესთან დაკავშირებით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც გამოძიების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა უშლიდა ხელს თავის დროზე გამოეძიებინათ კონკრეტული საქმე და რეალური დამნაშავე მოეძებნათ დანაშაულის ჩადენისდღესვე“, _ ამბობს ადვოკატი.

 მოწმეები საეჭვო კითხვის ნიშნებით

შოთა შანიძე, გიორგი მორჩილაძე, ჯიმი მაჩაბელი, არჩილ ნასრაშვილი, ლევან ბოჭორიშვილი, – ესენი ის პირები არიან, რომლებიც მათივე განცხადებით 2004 წელს ოთხმეზურის დაჭრის ფაქტს შეესწრნენ. პროკურატურის გამოძიების შედეგიც სწორედ მათ ჩვენებებს ეყრდნობა. თუმცა, ბრალდების მხარე ფიქრობს, რომ 12 წლის შემდეგ, საქმეში გამოჩენილ ახალ მოწმეებზე დაყრდნობით განაჩენი არ უნდა დადგეს. მეტიც, ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მოწმეების ნაწილის შემთხვევის ადგილზე ყოფნაც კი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა მოწმეები მას შემდეგ დაიკითხნენ, რაც 2015 წელს შოთა შანიძემ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმით, მკვლელობის მთავარი მოწმეები – შოთა შანიძე, და გიორგი მორჩილაძე, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილან.

ადვოკატის ეს მოსაზრება ერთ გარემოებას ემყარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ინტერნეტში დღესაც დევს. კერძოდ, 2004 წლის 4 ოქტომბერს, შოთა შანიძეზე თავდასხმა მოხდა, მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, შანიძეს მძიმე დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის მოტეხილობებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოში დაკითხვისას, ადვოკატმა შანიძეს ჰკითხა, მოხდა თუ არა მასზე თავდასხმა, შანიძემ უპასუხა, რომ ამის შესახებ არ ახსოვს.

„დაკითხვისასდავუსვი კითხვა – 2004წლის 4 ოქტომბერსთავსდაესხნენთუარამასპოლიციელებიდამიაყენესთუარამრავლობითიმოტეხილობები,ყბა–სახისდეფორმაცია და ა.შ. თუმცა კითხვა განრიდებულ იქნა. მას შემდეგ, რაც, მე სასამართლოს ავუხსენი ამ კითხვის მნიშვნელობა, მოწმემ მიპასუხა, რომ არ ახსოვს. წარმოუდგენელია დავუჯეროთ მოწმეს, რომელსაცარცკიახსოვსსასიკვდილოდთავსდაესხნენპოლიციელებითუარა.წარმოუდგენელია ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი ნორმალურ ადამიანს გამორჩეს და ახსოვდეს ისეთი ფაქტი, რომელიც მას საერთოდ არ შეხებია“,_ ამბობს ადვოკატი.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შოთა შანიძე, ისევე, როგორც გიორგი მორჩილაძე და ლევან ბოჭორიშვილი შემთხვევის ადგილზე მყოფ ჯიმი მაჩაბელს და არჩილ ნასრაშვილს, 2004 წლის 27 ოქტომბერს, ოთხმეზურის დაჭრის დროს, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩებზე არ უნახავთ. როგორც მოწმეებმა ჩვენებების მიცემისას აღნიშნეს, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და მეგობრობდნენ კიდეც. მათივე მიცემული ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ყველა ეს პირი შემთხვევის ადგილთან ახლოს უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, არც ოთხმეზურის დაჭრამდე და არც შემდეგ, როცა მათი ნაწილი დაჭრილი მეგობრის შველას ცდილობდა, ნაწილი კი, გაქცეულ დამნაშავეს ერთსა და იმავე ადგილზე ეძებდა, ერთმანეთი არ უნახავთ.

გარდა ამისა, მოწმეებმა სხვადასხვაგვარად უპასუხეს ადვოკატის კითხვას, იმყოფებოდა თუ არა მკვლელობის საქმეზე დაკითხული კიდევ ერთი მოწმე, ნიკოლოზ გამეზარდაშვილი შემთხვევის ადგილზე. მოწმეებმა, გიორგი მორჩილაძემ და შოთა შანიძემ აღნიშნეს, რომ გამეზარდაშვილი შემთხვევის ადგილთან ახლოს იყო და მას ყველაფერი უნდა დაენახა, თუმცა, თავად გამეზარდაშვილი, რომელის დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია, ამბობს, რომ ოთხმეზურის დაჭრის დროს ის შემთხვევის ადგილის მოპირდაპირე მხარეს, აფთიაქში იმყოფებოდა, რის გამოც, დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს.

მოწმეების ჩვენებების და ადვოკატის ეჭვი „გურია ნიუსმა“ პროკურორ ამირან გულუაშვილთან გადაამოწმა. მის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

_რამდენიმე  მოწმემ თქვა,  რომ  იცნობდა  შანიძეს,  ჰქონდა  მასთან  მეგობრული  ურთიერთობა, თუმცა  ის  შემთხვევის  ადგილზე  არ  დაუნახავთ. თქვენ  როგორ  ახსნით  ამას?

_მოდით ასე ვთქვათ. ნასრაშვილმა და ჯიმი მაჩაბელმა თქვა, რომ ჩვენ ვიყავით სახაჭაპურესთან, ვინ იდგა ჩვენგან 5 მეტრში და 10 მეტრში, ვერ ვხედავდით.

_თუმცა, მათ თქვეს, რომ აკონტროლებდნენ სიტუაციას. ნასრაშვილმა თქვა, რომ მასაც უნდოდა ტელეფონზე დარეკვა და დრო და დრო იხედებოდა ქუჩაზე, საითკენაც ოთხმეზური წავიდა.

_ხო, კი, კი, აკონტროლებდა. მოდი, ასე ვთქვათ, რატომ უნდა დაემახსოვრებინა ნასრაშვილს, პიროვნება, რომელიც იდგა გვერდით და ვიღაცასთან ლაპარაკობდა, პირობითად. თქვენ ახლა ყველა გახსოვთ, აქ რომ გამოიარეთ, დარბაზამდე სანამ მოხვიდოდით ვინც შეგხვდათ? მე რომ გამოვივლიდი, ალბათ მომაქცევდით ყურადღებას… ნასრაშვილმა თქვა, რომ მე შანიძეს არ ვიცნობო. ალბათ, არც უნდა მიექცია ყურადღება.

_ვინც იცნობდა, მასაც არ დაუნახავს იქ შანიძე. მაგალითად, ჯიმი მაჩაბელმა და ლევან ბოჭორიშვილმა თქვა, რომ იცნობდნენ შანიძეს, თუმცა ის  შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავთ.

_ჯიმი მაჩაბელმა ძალიან ბევრი პირი თქვა. მან თქვა რომ ბოჭორიშვილს იცნობდა, ბეგაშვილი ჩამოთვალა… ორივემ თქვა რომ ვიდექით და ერთმანეთში ვლაპარაკობდით. ერთადერთი ოთხმეზურს ვაქცევდით ყურადღებას, რადგან გადავიდა, ტელეფონზე უნდოდა დარეკვა და ჩვენც გვინდოდა დარეკვაო. მაგ ლოგიკით, 11 წლის წინ ვინ იდგა ჩემთან ახლოს ან თეატრში რომ ვიყავი 2 კვირის წინ, გვერდით ვინ მეჯდა, ან რა ეცვა მახსოვს?!.

_ძალიან დიდი განსხვავებაა, ბატონო ამირან, რადგან ისინი არიან მოწმეები მკვლელობის საქმეში.

_ხო, მაგრამ ნასრაშვილისთვის შანიძე ხომ არ არის დამნაშავე? ნასრაშვილს რატომ უნდა დაემახსოვრებინა შანიძის დგომა 15-20 მეტრში?

_თუ ის იყო შემთხვევის ადგილზე, რა თქმა უნდა, უნდა დაემახსოვრებინა…

_შემთხვევის ადგილი მდებარეობდა იმათ უკან, 40 მეტრში და როგორ იყო შანიძე შემთხვევის ადგილზე? შანიძე შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა.

_თქვენ ამბობთ, რომ მკვლელობის მთავარი მოწმე შანიძე შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა?

_შემთხვევის ადგილი სად არის თუ იცით?

_კი, რა თქმა უნდა, ვიცი.

_შანიძე იყო შემთხვევის ადგილიდან, გზის მეორე მხარეს. შემთხვევის ადგილზე შანიძე არ ყოფილა. ის იყო მიმდებარე ტერიტორიაზე.

_თუმცა, შანიძეც,  ნასრაშვილიც,  მაჩაბელიც  იდგნენ  ერთ  მხარეს და  ყველა ერთდროულად  გაემართნენ  შემთხვევის  ადგილისკენ.

_არა, ერთდროულად არა, სხვადასხვა მიმართულებებით წავიდნენ. ეგენი კარგად მოისმინე, ვინ სად წავიდა.

_ბატონო ამირან, დეტალურად მაქვს ჩვენებები მოსმენილი, გვაქვს მოწმეთა ჩვენებების აუდიოჩანაწერებიც, ამიტომ არის ბევრი კითხვა...

_მესმის, მესმის, მივყვეთ სასამართლო პროცესებს“, _ გვიპასუხა პროკურორმა გულუაშვილმა ერთ-ერთი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

„დაკითხული პრაქტიკულად ყველა მოწმე აღნიშნავს, რომ იქ სადაც კონფლიქტი მოხდა, იმ დროს, უამრავი ადამიანი მოძრაობდა, რომ 10-15წამში ხალხი შეიკრიბა და ა.შ. შეუძლებელია ბრალდების მხარეს ვერ მოეპოვებინა ორი ობიექტური, სარწმუნო მოწმის დამაჯერებელი ჩვენება, რომლებითაც ბრალდებისმხარე შემთხვევის დღესვე მიაკვლევდა დანაშაულის ჩამდენ პირს. თუმცა არცერთი დაკითხული პირი ასლან ბეჟანიძეზე არ მიუთითებს!

არც ერთი 2004 წელს დაკითხული პირი არ მიუთითებს საქმეში არსებული პირდაპირი მოწმეების: ლევან ბოჭორიშვილის, შოთა შანიძისა და გიორგი მორჩილაძის შემთხვევის ადგილზე ყოფნის არსებობაზე. არც არჩილ ნასრაშვილისა და ჯიმი მაჩაბელის შემთხვევის ადგილზე არსებობაზე მიუთითებს ვინმე… და რაც მთავარია, თავად ეს ახლადდაკითხულიმოწმეებიც, რომლებიც ზემოთ ვახსენე, ერთმანეთის შემთხვევის ადგილთან არსებობას ვერ ადასტურებენ“,_ აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი და დასძენს:

„როგორც ჩვენებების ანალიზის დროს აღვნიშნეთ, მოწმეთა ნაწილი კატეგორიულად აცხადებენ და ადასტურებენ კონკრეტულ პირთა შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილთან ყოფნის ფაქტს და მოწმეთა ნაწილი კი კატეგორიულად უარყოფენ. ამის ნათელი მაგალითია შანიძისა და მორჩილაძის ჩვენება, სადაც ისინი ამბობენ, რომ ჯიმი მაჩაბელთან ერთად იდგნენ მისი მეგობრები ასლამაზაშვილი და ბეგაშვილი. ჯიმი მაჩაბელი და არჩილ ნასრაშვილი კი კატეგორიულად უარყოფენ ასლამაზაშვილისა და ბეგაშვილის მათთან ერთად დგომის ფაქტს“,_ აღნიშნავს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ტარიელ კაკაბაძე.

გარდა ამისა ადვოკატი ამბობს, რომ „რატომ ვერ დაინახეს მორჩილაძემ, შანიძემ და ნასრაშვილმა ოთხმეზურის მანქანაში ჩასმის მომენტიც, თუ არცერთი მათგანი არ გადევნებიათავდამსხმელს ჩიხში და არ წასულან შემთხვევის ადგილიდან შორს?! თან აქ საქმე ეხებოდა მათ ძმაკაცს, რომელსაც მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები! სრულიად დაუჯერებელია ისიც, რომ ადამიანმა დაინახა, თუ როგორ კამათობს მისი მეგობარი სხვა პირთან, როგორ ურტყამენ მას დანას სასიკვდილოდ მუცლის არაში,როგორ გადადის ფორთხვით გზის მეორე მხარეს, როგორ სვამენ მას მანქანაში და თვითონ ამ ყველაფერს უყურებენ ისე, რომ ადგილიდან არ იძვრიან“, _ აღნიშნავს ადვოკატი.

გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხად არ მოუწვევია ის მოწმეები, რომლებიც დაკითხულ იქნენ შემთხვევის დღესვე ან შემთხვევიდან მცირე დროის განმავლობაში და რომლებსაც ყველაზე ადეკვატური და ზუსტი ჩვენებების მიცემა შეეძლოთ.

„ნაცვლად სარწმუნო მოწმეებისა, ბრალდების მხარემ სასამართლოში დასაკითხად მოიწვია პირები, რომლებიც გამოჩნდნენ 11-12წლის შემდეგ და მანამდე არსად, არცერთი მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებაში, არცერთ სხვა მტკიცებულებაში არ ფიგურირებდნენ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ყველა ეს მოწმე ამბობს, რომ მათ არავისთვის მოუყოლიათ რომ ნამდვილად შეესწრნენ მომხდარს და ამის თაობაზე პირველად განუცხადეს გამომძიებელს 12 წლის შემდეგ. ასეთ მოწმეთა ჩვენებების დამაჯერებლობაზე საუბარიც კი ზედმეტია“, _ აღნიშნავს ბრალდებულის ადვოკატი.

ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის ყველა სასამართლოში დაკითხული პირდაპირი მოწმე, მრავალჯერ ნასამართლევია.

„მათ შორის, შოთა შანიძე და გიორგი მორჩილაძე დაკითხულ იქნენ პენიტენციალურ დაწესებულებაში. ესენი არიან პირები, რომლებსაც მთელი 12 წლის განმავლობაში არავისთვის უთქვამთ რომ ნამდვილად შეესწრნენ კონკრეტულ ფაქტს. ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ამ ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი დახმარებოდნენ გამოძიებას და მიეწოდებინათ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაცია, იყო ის, რომ გაკეთებოდათშეღავათები. როგორც ზემოთ აღინიშნა, გიორგი მორჩილაძეს გაუკეთდა კიდეც საკმაოდ სერიოზული შეღავათები და მას რამდენჯერმე ზედიზედ გაუკეთდა საპროცესო შეთანხმება.

ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მოწმე, რომელიც არ იქნებოდა დაინტერესებული მოწმე და რომელიც იქნებოდა ფაქტის ნამდვილი თვითმხილველი. ასევე აღსანიშნავია შოთა შანიძის პიროვნება და მისი მხრიდან ასლან ბეჟანიძის მიმართ აშკარად უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც არსებობდა მანამდე, სანამ დავით ოთხმეზურს მოკლავდნენ“, _ აღნიშნავს ადვოკატი.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარდა ნასამართლეობისა, კითხვის ნიშნებს აჩენს შანიძის მიმართ ჩატარებული არაერთი ექსპერტიზის დასკვნაც. ადვოკატის განმარტებით, შანიძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. “გურია ნიუსისთვის” მოწოდებული დოკუმენტაციიდან (მასალებს შეგნებულად არ ვასაჯაროებთ, ავტ.) ირკვევა, რომ შოთა შანიძეს “უცნაური ქცევები” 9-10 წლის ასაკიდან გამოუვლინდა. სხვადასხვა პერიოდებში მკურნალობდა ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან. ექსპერტიზის დასკვნებით საჭიროებდა მუდმივ მეთვალყურეობას და მკურნალობას. რამდენჯერმე ჰქონდა სუიციდის მცდელობაც.

ექსპერტიზის ერთ-ერთი დასკვნიდან  ვკითხულობთ: “შოთა  შანიძეს  აღენიშნება  ორგანული  პიროვნული  აშლილობა”, თუმცა  ამავე  დასკვნის  თანახმად,  მისი ქცევა “ფსიქიკური  დაავადებებისთვის  დამახასიათებელ  დინამიკაში,  ფსიქიკურ  აშლილობათა  ცნობილი  ფორმების  კლასიკურ  სურათში  არ  თავსდება  და უნდა  შეფასდეს  როგორც  დაყენებითი  (სიმულაციური)”.

„ოქროს მოწმეების“შეღავათები

რატომ შეიძლება მოწმეებს გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი 12 წლის შემდეგ გასჩენოდათ, ამ კითხვაზე ბრალდებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა „გურია ნიუსთან“ წინა სტატიის მომზადების დროსაც ისაუბრა. ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, შოთა შანიძე თანამშრომლობისთვის, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან სრულად გაათავისუფლონ, მეორე მოწმემ, გიორგი მორჩილაძემ კი, შეღავათებით უკვე ისარგებლა.

“სისხლისსამართლის კოდექსის 373 პრიმა მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად შესაძლოა, გადაიხედოს მისი სასჯელი. კერძოდ, განსაკუთრებულ შემთხვევაში,როდესაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთანთან თამშრომლობის შედეგად ირკვევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები,საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე.შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების ან სასჯელის სახის შეცვლის,ან სასჯელისგან სრულიად გათავისუფლების თაობაზე.სწორედ ამ მუხლიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი,რომ შანიძე ამ მიზნით თანამშრომლობს გამოძიებასთან.

შანიძეს წარსულში არაერთი დანაშაული აქვე ჩადენილი, 33 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა შემცირებული სასჯელით 2 წელიწადში ციხიდან გამოსვლა უწევდა, პენიტენციალურ დაწესებულებაში თანასაკნელი გიგა ფარტენაძე რომ არ მოეკლა. და დღეს პროკურატურა აპირებს, რომ ეს ადამიანი გამოიყენოს სხვადასხვა საქმეებში დანაშაულის გასახსნელად, რასაც აუცილებლად მოყვება მისთვის სხვადასხვა შეღავათები და შოთა შანიძეც, გიორგი მორჩილაძის მსგავსად, მალევე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას“, _ აღნიშნა კაკაბაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.

„რაც შეეხება გიორგი მორჩილაძეს, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდანირკვევა, 2013 წელს ძალიან შეღავათიან პირობებში გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, იმ საქმის პროკურორი იყო ასლან ბეჟანიძის საქმის პროკურორის ბატონი ამირან გულუაშვილი. პროკურორის კითხვაზე თუ რა დანაშაულისთვის გასამართლდა ის ბოლოს, მორჩილაძემ უპასუხა, რომ რესტორანში დააკლდა ფული და მოწმემ დაადასტურა, რომ ამ საქმეშიც მას იმავე პროკურორის მიერ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. ანუ, 2013 წლის საპროცესო შეთანხმების შემდეგ, მოკლე დროში, ის კვლავ სჩადის დანაშაულს, საპატიმრო დაწესებულებაში ხელს აწერს ასლან ბეჟანიძის წინააღმდეგ წინასწარ შედგენილ ჩვენებას, ჩვენებაზე ხელის მოწერიდან სულ მოკლე დროში კვლავ შეღავათიანი პირობებით უფორმდებასაპროცესო შეთანხმება და თავისუფლდება პატიმრობიდან. საყურადღებოა ისიც, რომ მორჩილაძე და შანიძე ასლან ბეჟანიძის წინააღმდეგ შედგენილ ჩვენებაზე ხელის მოწერის დროს ერთ საკანში იმყოფებოდნენ. ეს ორი პიროვნება 2008 წელს ერთად გაასამართლეს განზრახ მკვლელობისთვის“,_აცხადებს ადვოკატი.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურორი ამბობს, რომ დაცვის მხარის სტრატეგია მოწმეების დისკრედიტაციაა.

„თუ შოთა შანიძემ ინფორმაცია მოგვაწოდა, მისი დაინტერესება იყო, რომ გარკვეული სახის შეღავათი მიეღო, რაც სასჯელის შემცირებაში გამოიხატებოდა, მაშინ რა გვიშლიდა ბრალდების მხარეს ხელს, ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად წარმოგვედგინა სასამართლოში, მით უფრო, როდესაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მისი ჩვენება შესაძლოა, ატარებდეს მტკიცებულებისხასიათს?! რაც შეეხება ნასამართლეობას,როგორც მოწმის სანდოობისკრიტერიუმს,ნასამართლეობის შესახებ მოწმეს კითხვა შესაძლოა დაუსვათ მისი სანდოობისდადგენისას, მისი სანდოობისშეფასებისას, პირის მიერ წარსულში ჩადენილი ქმედება დაკავშირებული უნდა იყოს ან იმ დანაშაულთან, რომელთან დაკავშირებითაც მოწმე იკითხება, რასაც ადგილი არ ჰქონია დაკითხულ მოწმეებთან დაკავშირებით“, _ აღნიშნა პროკურორმა გულუაშვილმა.

 დასასრულის ნაცვლად

12-წლიანი გამოძიებას, 9-თვიან სასამართლო პროცესებს, 11 და 80-გვერდიანი დასკვნით სიტყვებს, მოსამართლე გიორგი დარახველიძე ორი დღის განმავლობაში აჯამებდა. საბოლოო გადაწყვეტილებას, ცნობს თუ არა დამნაშავედ 12 წლის წინ მომხდარ მკვლელობაში 30 წლის ასლან ბეჟანიძეს, ხვალ გამოაცხადებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოლოო პროცესი 10:30 საათზეა ჩანიშნული.

 

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, 2016 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, სტატიაში ნახსენებ მეორე საქმეზე, რომელიც 2005 წელს მომხდარ, ირაკლი გურაბანიძის მკვლელობას ეხება, შოთა შანიძისა და გიორგი მორჩილაძის ჩვენებებზე დაყრდნობით, ამავე სასამართლოს მეორე მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ, ბრალდებულ გიორგი შალამბერიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ორივე საქმეზე სასამართლო განხილვები ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

პროკურატურის „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან – ნაწილი II

„თქვენი ინტერპრეტაციით დაწერილი” ჟურნალისტური გამოძიების უცნობი დეტალები

მკვლელობაში გამართლებულის დედის პასუხი ოთხმეზურების ოჯახს

„დამნაშავეს მფარველობდნენ“ – ვის ადანაშაულებს ოთხმეზურის მამა მკვლელობის გამოძიების გაჭიანურებაში

რატომ დაუშვა სასამართლომ მტკიცებულებად პროკურატურის „გამზადებული ჩვენება“ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე

რა არგუმენტებით დაასაბუთა მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულის უდანაშაულობა

მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს (ფოტორეპორტაჟი)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჟურნალისტური გამოძიება

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

21:05; 12 მაისი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

14:04; 27 აპრილი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

20:03; 29 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

13:03; 15 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I

10:03; 1 მარტი, 2017

ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება მოიწონეს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა გაიმართა

ყველა სიახლე

ფინანსები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

14:03; 8.12.2025
ფინანსები

500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა Helio AI-მ $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

13:50; 8.12.2025
საზოგადოება

ფოთში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

13:42; 8.12.2025
სამართალი

პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

13:14; 8.12.2025
საზოგადოება

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:45; 8.12.2025
სამართალი

გურიის პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა 

12:37; 8.12.2025
საზოგადოება

“წარმოუდგენლად მძიმე ამბავმა დაადუმა სოფელი” _ ცნობილია ჩოხატაურში გარდაცვლილი ფეხმძიმე ქალის ვინაობა

12:29; 8.12.2025
საზოგადოება

მეექვსე შვილს ელოდებოდა _ ჩოხატაურში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა

12:04; 8.12.2025
ზაფრანი

ვის შეუძლია უსაზღვროდ გამდიდრება

11:32; 8.12.2025
ზაფრანი

15 დღის შემდგომ გექნებათ არაჩვეულებრივი შედეგი” – ბიძინა კულუმბეგოვის 15-დღიანი დიეტა

11:30; 8.12.2025
პოლიტიკა

“ფრანგ პოლიტიკოსებს ქვეყანა თავზე ეშლებათ _ სანამ ჯიბეებში ფულს ჩაიდებენ, საკუთარ მოსახლეობაზე იფიქრონ”

11:14; 8.12.2025
პოლიტიკა

„ალტი-ინფოს“ აქცია თბილისში _ ფოტორეპორტაჟი

11:02; 8.12.2025
ბახვიჰესი

„ერთად გავბედეთ და შევძელით“ _ სიყვარული, რომელიც გვათბობს

10:38; 8.12.2025
პოლიტიკა

პარლამენტი უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებების განხილვას დღეიდან იწყებს

10:12; 8.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც იოლად პოულობს ცხოვრებაში ბედნიერებას

10:01; 8.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო