“სხვა სოის და გუჯაბის ვართ გურულები, ზედმეტად გულღიები და პირდაპირები ვართ.
ჩვენი სოფელი ლეხოური საუკეთესო ადგილად ითვლებოდა გურიაში თავის მდებარეობით, ჰავით, ძველი, კარგად დაცული ციხით, ეკლესიებით და მათში შენახული სიძველენით, რომელნიც პირველად დიმიტრი ბაქრაძემ ასწერა, გურია-აჭარაში არქეოლოგიური მოგზაურობისას.
ლეხოურს ჩქარი აჭის წყალი ჩამოუდის. წყალს სათავე უდევს ადგილ აჭიაში. ჩემ დროს აჭისწყალი კალმახით იყო განთქმული. იგი ერთვის მდინარე ბჟუჯს, ოზურგეთის მახლობლად.
ლეხოურის საზოგადოებაში შედის, ლეხოურის გარდა, კიდევ სოფლები: აჭი, ნიაბაური, ქაქუთი და ჭანიეთი.
თვით ლეხოურს შუა ადგილი უჭირავს ჩამოთვლილ სოფლებს შორის, აჭი და ნიაბაური გაშენებულია აჭისწყლის ზემოებში, გურია-აჭარის სამხრეთის ქედებზე, ქაქუთი _ მდინარე ჩოლოქის პირზე. ეს მდინარე 1879 წლამდე რუსეთს საზღვრავდა ოსმალეთ.”
ექვთიმე თაყაიშვილი, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი
ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.