ბოლო დღეებში ჩემს მომხრეებზე, ამომრჩევლებზე, მარტვილელებზე ზეწოლის მიუხედავად, მაინც ყველანაირად მზად ვიყავი, რომ მონაწილეობა მიმეღო მეორე ტურში, _ ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის მერობის კანდიდატმა, მამუკა დანელიამ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ და როდესაც გააანალიზა, ის დაეთანხმა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას.
„ამ წუთებში, როცა აქ ვარ, ფაქტობრივად, ჩვენს საოლქო კომისიაში ჩვენი კომისიის წევრებს უხდებათ მორიგეობა იმისათვის, რათა როგორმე დაიცვან სიტუაცია, რომ ჩვენ ნამდვილად გადავედით მეორე ტურში, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ საკუთარ კომისიის წევრებს უჩივლა და უნდათ შედეგების გაბათილება“, _ განაცხადა დანელიამ.
1tv.ge