ჩოხატაურში გასულ 24 საათში კორონავირუსზე სულ 208 ტესტი ჩატარდა.
როგორც ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს:
„ჩატარდა 200 სწრაფი და 8 პსრ ტესტი. ტესტირების შედეგად არ გამოვლენილა ინფიცირების არცერთი შემთხვევა“.
ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები ვან ზომლეთის, გორას, ერკეთისა და გუთურის სკოლებში მუშაობენ.
ცნობისთვის, ჩოხატაურში სწავლის დასაწყებად ემზადებიან, რის გამოც სკოლების თანამშრომლების და მოსწავლეების მშობლების მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს.