გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთში კორონავირუსზე 28 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების არცერთი შემთხევევა არ დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მიაწოდა.
ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ოზურგეთში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3258 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3072 ადამიანი, გარდაცვლილია 29.
ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში არცერთი პირი არ იმყოფება.