ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუტიძემ განუცხადა.
ქუტიძის თქმითვე, ეპიდვითარება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სტაბილურია.
„ეპიდვითარება სასწავლო ბაღებსა და სკოლებში სტაბილურია. იტესტებიან სკოლის და ბაღის მასწავლებლები“,_ გვითხრა ქუტიძემ.
რაც შეეხება კორონავირუსზე აცრებს, ქუტიძე ამბობს, რომ მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული და ამ დროისთვის აცრის მსურველთა ადგილები შევსებულია.