Euronews-ის ინფორმაციით, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეებს, რომლებიც ქერბალაში, ირანის საკონსულოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ ცეცხლი გაუხსნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტყვიისგან მიღებული ჭრილობებით 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
პრემიერ-მინისტრმა კვირას მოუწოდა მომიტინგეებს შეჩერებისკენ, რადგან მათ მიზანს უკვე მიაღწიეს და ეკონომიკასაც ზიანი მიაყენეს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის მზადაა თანამდებობა დატოვოს და მთელ რიგ რეფორმებს დაპირდა აჯანყებულებს, მაგრამ მომიტინგეები ამბობენ, რომ პრემიერის გადადგომა საკმარისი არ არის და მთელი პოლიტიკური კლასი უნდა წავიდეს.
ერაყში საზოგადოების აღშფოთება ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და კორუფციამ გამოიწვია.
ამბოხებულები ამბობენ, რომ ირანი და მასთან დაკავშირებული მხარეები ქვეყანას ზიანს აყენებენ და არ დაუშვებენ, ქერბალაში რომელიმე ირანელი დარჩეს.