აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლით თურქეთის ხელისუფლებამ შეცდომა გამოასწორა,_ამის შესახებ DAYLI SABAH– ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის განცხადებით, აია-სოფიას ტაძარის სტატუსის შეცვლის მიუხედავად, თურქეთი განაგრძობს მისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენახვას.
„ჩვენ შევინარჩუნებთ მისი კულტურული მემკვიდრეობის მახასიათებელს, როგორც ამას წინაპრები აკეთებდნენ,” – თქვა ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში კაბინეტის შეხვედრის შემდეგ.
„არასწორედ მიღებული გადაწყვეტილებით, აია- სოფია მუზეუმად გადავიქციეთ (1934 წელს) და მას ისევ მეჩეთად ვაბრუნებთ. ”- დასძინა პრეზიდენტმა.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აია-სოფია გადაკეთებულია არა ეკლესიიდან მეჩეთად, არამედ მუზეუმიდან მეჩეთად.
„არავინ უნდა ინერვიულოს. ჩვენ დავიცავთ აია-სოფიას კულტურულ მემკვიდრეობას“,_ განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში არაუმუსლიმთათვის ხუთჯერ მეტი სალოცავი ადგილია, ვიდრე ევროპაში მუსლიმებისთვის.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ, მთავრობის 1934 წლის დეკრეტი გააუქმა, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა.
რელიგიური მსახურება, მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში 24 ივლისიდან დაიწყება.
წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე მეტხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის შესამასი დეკრეტის საფუძველზე ის მუზეუმი გახდა და იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა.