დღეს დილიდან, შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა სროლების ფონზე დაიწყო, რომელიც ახლაც გრძელდება. კერძოდ, ცხინვალში სამხედრო წვრთნები მიმიდნარეობს და მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ისვრიან, სოფელი ერგნეთი კი ოკუპირებულ ცხინვალთან რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული. რაც შეეხება შეხევედრას, ის ორთვიანი შესვენების შემდეგ განახლდა. ქართული მხარე რამდენიმე საკითხის დაყენებას გეგმავს. იმ პრობლემებზე ისაუბრებენ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ზოლში გადაადგილებისას ექმნება. ყურადღება გამახვილდება ახალგორის სკოლებში, ქართული ენის სწავლების შეზღუდვაზე გაკეთებულ განცხადებებზე.