კოტე მახარაძე იგონებდა:
“სამსახურიდან ტაქსით შინისკენ მივდივარ. მძღოლი მეკითხება, თუ იცი, მეფე ერეკლეს დროს ერის მოღალატეებს როგორ სჯიდნენ?
– რა ვიცი, ალბათ, სახრჩობელაზე კიდებდნენ, დილეგში სვამდნენ.
– შენც, აი, ასე ხარ დასასჯელი დღევანდელი რეპორტაჟისთვის – მითხრა მძღოლმა და განმიმარტა: დღეს შენ მეტრეველის საიდუმლო გაამხილე, როცა თქვი, სლავამ მეექვსედ დაარტყა საჯარიმო კარის მარცხენა დაბალ კუთხეშიო.
და აი, თბილისის დინამოელები ოდესის “ჩერნომორეცს” მასპინძლობენ. სტუმართა კარში საჯარიმო ინიშნება, უცებ ლობანოვსკი მეკარე გორადოვსკისთან მირბის და ყურში რაღაცას უჩურჩულებს. ეს ჩვეულებრივ ამბად მიიჩნია ყველამ, მაგრამ როცა სლავამ კარში დაარტყა, მეკარე ბურთს მარცხენა დაბალ კუთხეში დახვდა.
იმავე დღეს ჩემს ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა. ის ტაქსის მძღოლი მირეკავდა…”…