შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულებისა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ქართული ენა და ლიტერატურა 80 საკითხისგან შედგება და მინიმალური გამსვლელი ქულა 21, ხოლო წერის ხანგრძლივობა – 4 საათი და 15 წუთია.
ზოგადი უნარები 80 საკითხი, გამსვლელი ქულა – 24; ვერბალური ნაწილის წერის ხანგრძლივობა – 1 საათი და 35 წუთი, ხოლო მათემატიკური ნაწილი 1 საათი და 35 წუთი;
უცხოური ენები 90 საკითხი, გამსვლელი ქულა – 19. წერის ხანგრძლივობა -2 საათი და 40 წუთი.
ლიტერატურა 80საკითხი – გამსვლელი ქულა – 21; წერის ხანგრძლივობა – 4 საათი და 15 წუთი; მათემატიკა 59 საკითხი – გამსვლელი ქულა- 15. გამოცდის ხანგრძლივობა – 3 საათი და 40 წუთი;
ისტორია 70 საკითხი; გამსვლელი ქულა – 18; ხანგრძლივობა – 2 საათი და 40 წუთი;
გეოგრაფია 59 საკითხი, გამსვლელი ქულა -15; 2 საათი და 40 წუთი; ბიოლოგია 70 საკითხი; გამსვლელი ქულა -18; გამოცდის ხანგრძლივობა – 2 საათი და 30 წუთი; ქიმია 75საკითხი; გამსვლელი ქულა- 19; გამოცდის ხანგრძლივობა – 3 საათი და 40 წუთი; ამდენივეა ფიზიკის გამოცდის შემთხვევაშიც როგორც საკითხების რაოდენობა, ასევე გამსვლელი ქულა და გამოცდის ხანგრძლივობაც.
რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, ის 42 საკითხისგან შედგება და წერის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთია;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 70 საკითხია, გამსვლლი ქულა -18. ხოლო წერის ხანგრძლივობა – 3 საათი; სამოქალაქო განათლება 60 საკითხი, გამსვლელი ქულა – 16; წერის ხანგრძლივობა – 3 საათი და 10 წუთი;
აფხაზური ენა 80საკითხი; გამსვლელი ქულა – 21; წერის ხანგრძლივობა – 4 საათი და 15 წუთი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება.
„ამის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთაც გამსვლელი „ნედლი“ ქულა ვერ მიიღეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ)“, _ აღნიშნულია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.