9 აპრილს დაღუპული ნატო გიორგაძის დამ _ მაია გიორგაძემ “გურია ნიუსს” მიმართა:
“მე, მაია გიორგაძე, 9 აპრილს დაღუპული ნატო გიორგაძის და, შეურაცხყოფილი ვარ გუშინდელი აქციის მონაწილეების მიერ ჩადენილი ქმედებით.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ღამის საათებში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალზე ავიდა და ცეკვავდა.
ეს არის იმ 21 ადამიანის შეურაცხყოფა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირეს; იმ 21 ადამიანის სისხლზე დგას დღევანდელი საქართველო, გუშინდელი აქციის მონაწილეებმა კი მათ ხსოვნას შეურაცხყოფა მიაყენეს.
იმ 21 ადამიანს და, მათ შორის, ჩემს დას თავი იმისთვის არ შეუწირავთ, რომ დღევანდელი თაობა მათ შეურაცხყოფას აყენებდეს.
მე, როგორც ეროვნული გმირის _ ნატო გიორგაძის და, მოვითხოვ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინოს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც გმირების სისხლით მორწყულ მიწაზე ცეკვავდნენ და დასაჯოს ისინი კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მკაცრი ზომებით”.