პარტია „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები, შესაძლოა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში გაერთიანდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, კახა შარტავა, სოსო ვახტანგიშვილი, რეზო შავიშვილი და ანი მიროტაძე უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდს შეუერთდებიან.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აქტიურ პოლიტიკაში მიმდინარე წლის აპრილში დაბრუნდა და განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცენტრისტულ პარტიას შექმნის. არსებული ინფორმაციით, დავით უსუფაშვილის ახალი პარტიის სახეები იქნებიან „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრები ნოდარ ებანოიძე, ვახტანგ ხმალაძე, ფრიდონ საყვარელიძე.
შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.