ემიგრანტი, რომელიც წერილზე მხოლოდ ინიციალებს აწერს, სატრფოსთან შეხვედრაზე ოცნებობს.
“ახლა აქ საღამოს 7 საათია, მაქ დილის 6 საათი. საცაა, მზე, რომელიც აქ ჩავიდა, მაქ ამოვა. მე მარტო დამტოვებს, შენ დილას გაგითენებს. მინდა, მზეს გამოვატანო სხივებით სიყვარული, რომ გიხაროდეს ყოველი ცისმარე დღის დასაწყისი. იღვიძებდე ბავშვივით და შენი ასაკი მუდმივად ბავშვობისა იყოს, იცინოდე უდარდელად, არ გაშინებდეს ცხოვრება და ამ შიშის უშიშარობა შენთვის ჩემში იყოს.
უსასრულოდ და დაუსრულებლად შემიძლია ვწერო შენთვის და შენზე.
ეს წერილი გადმოლახავს ზღვებს და ოკეანეებს და მოვა შენთან ერთ დღესაც. მე კი ვიქნები იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც გადმოვცურავ ზღვას, ჩაგხედავ თვალებში და გეტყვი, რომ მიყვარხარ და ერთადერთი ოცნება, რაც ამ დროს მექნება _ ვიტყვი, შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!
… და ეს იქნება წამი, რომლისთვისაც ვცოცხლობ და რომლისთვისაც ეღირება სიცოცხლე.
L.A.
აპრილის 24.
7.10pm