ჭიდაობის ფედერაციის ეგიდით, ქუთაისში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, ირაკლი წოწონავას სახელს უკავშირდება, ლანჩხუთის სპორტული ცენტრი ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი _ რეზო ქამადაძე (32კგ.), ამირან პაქსაძე (32კგ.), ვახო ჩხაიძე (42კგ.) და გიორგი სურმანიძე (53კგ.).
კახა აფხაზავასა და კახა გოგოლიშვილის შეგირდებიდან წარმატებული მხოლოდ გიორგი სურმანიძის ასპარეზობა გამოდგა. გიორგიმ ოთხი შეხვედრიდან ერთი შეხვედრა დათმო გორელ სპორტსმენთან ერთი ქულის სხვაობით, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი თბილისელი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ტურნირის მესამეადგილოსანი გახდა.
ქუთაისურ ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 22 გუნდი მონაწილეობდა 2004-2006 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის.