ოზურგეთში და ზოგადად, საქართველოში, მიუსაფარი ძაღლების პრობლემა მუდამ აქტუალური იყო. დედაქალაქში ამ პრობლემაზე ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ზრუნავს და შედარებით უკეთესი სიტუაციაა.
„ფეისბუკსა“ და სხვა სოციალურ ქსელებში ხშირად შევხვდებით მიუსაფარი ძაღლების მიერ შეშინებულ ადამიანებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მუშაობით, რადგან არ გადაჰყავთ ძაღლები სპეციალურ თავშესაფარში. ოფიციალური მონაცემები, თუ რამდენი ძაღლია საქართველოს მასშტაბით, არ არსებობს. ასეთი კვლევა ბოლოს 2015 წელს ჩატარდა და მათი რიცხვი 240,000 ათასამდე იყო.
ოზურგეთის ერთ-ერთი მცხოვრები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს:
„ქუჩაში უკვე ბავშვებზე მეტად ძაღლები არიან, ბავშვის გამოშვებაც მეშინია, რომ არ უკბინონ. ან თუ ქუჩაში გადის, მეც უნდა წავყვე, თორემ ბავშვებსაც ეშინიათ და ზოგიერთი პატარაა და ვერ ხვდება საფრთხეს. ერთხელ ლეკვი ჩავიყვანე და 15 ძაღლი გამომენთო, კინაღამ მეც და ლეკვიც დაგვგლიჯეს. ძალიან ცუდ დღეში ვართ.“
ჯერჯერობით, ზემოთქმული პრობლემა არ გვარდება და საზოგადება კვლავ შეშინებულია მიუსაფარი ძაღლებით. საინტერესოა, როდის გადაიყვანენ მათ თავშესაფარში და ოზურგეთისა და საქართველოს სხვა ქუჩები გათავისუფლდება პოტენციური საფრთხისგან.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძაღლების გარკვეულ რაოდენობას ყურზე აცრის მაჩვენებელი არ უკეთია, ანუ ისინი ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
ოზურგეთელები “გურია ნიუსთან ამბობენ, რომ ოზურგეთში იარლიყის გარეშე ძალიან ბევრი ძაღლია და მათი განსაკუთრებულად ეშინიათ, რომ რაიმე დაავადების გადამტანნი არ იყვნენ.
“ძალიან ბევრი ძაღლია “ბირკის” გარეშე. ისიც არ ვიცით, ამ დროს ვის გავაგებინოთ“, _ გვითხრეს მათ.
თუ სადმე მიუსაფარ ძაღლს დაინახავთ, რომელსაც ყურზე აცრის მანიშნებელი არ უკეთია, დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995) 32 2421424
[sexy_author_bio]