https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ერთი ოფიციანტი და მილიონი გალაკტიონი

10:06; 9.06.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართულ სუფრას ერთი ტრადიცია გააჩნია – ერთ-ერთი სადღეგრძელოთი წინაპრებს ვიხსენებთ. ეს ის ხალხია, რომელთა ტრადიციებზე შემდგომი თაობები აღიზარდა და ქართველობას რაც კი დღეს დადებითი გაგვაჩნია, სწორედ რომ წინა თაობების დამსახურებაა. ამჟამინდელ ახალგაზრდობას წინა საუკუნის  თანამემამულეებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.

დღევანდელი წერილით წარსულში დაგაბრუნებთ და ჩვენს სახელოვან წინაპრებს გაგახსენებთ. ეს ხალხი საოცარ ადამიანურ ღირსებებთან ერთად არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით გახლდნენ დაჯილდოებულები. მათი ხუმრობები, ანეკდოტები, სახალისო ისტორიები და მოსწრებული გამონათქვამები ხალხში თაობიდან-თაობებში დღემდე გადადის.

იმედია ქვემოთ მოყვანილი „ისტორიები“  პოლიტიკური ცხოვრებით გადაღლილებს კარგ განწყობაზე დაგაყენებთ და ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებებით გადაღლილებს ერთგვარ შვებას მოგგვრით.

ერთ წვეულებაზე მყოფ კაცს, რომელსაც მარჯვნივ აკაკი წერეთელი ეჯდა, ხოლო მარცხნივ – ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბევრს ლაყბობდა, უნდოდა ეთქვა, მარჯვნივ ბულბული მიზის და მარცხნივ კაჭკაჭიო. დრო რომ იხელთა, იკითხა, ბულბულსა და კაჭკაჭს შორის რა მანძილიაო. დიდი არაფერი, შუაში ერთი ბაიყუში ზისო – უპასუხა აკაკიმ.

*****

„გვირგვინებს ნუ მოიტანთ, როცა მოვკვდები! თუ ჩემი პატივისცემა გინდათ, იმ გვირგვინების ფული ახლავე მომეცით”, – იხვეწებოდა აკაკი წერეთელი“.

*****

ილიასთვის უკითხავთ, რატომ ხდება რომ თქვენ ყოველთვის აქებთ აკაკის, ის კი ყოველთვის გაძაგებთო? „ეტყობა, ჩვენ ორივე ვცდებით” –  უთქვამს ილიას“.

*****

„მე რომ ბავშვობიდან ხეიბარი არ ვყოფილიყავი, აუცილებლად ფირალი ვიქნებოდი”, – ამბობდა ექვთიმე თაყაიშვილი. იგი ხშირად ვინმე კერძო პირს იშვიათ ნაკეთობას გამოართმევდა და ეტყოდა: „მე ამ ნივთს სახლში წავიღებ, შევისწავლი და ხვალ დაგიბრუნებ“. მეორე დღეს კი გაზეთში აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ ამა და ამ ადამიანმა საქართველოს მუზეუმს ესა ეს ნივთი ნებაყოფლობით უსახსოვრა.

*****

„ივანე ჯავახიშვილის დაკრძალვაზე, საფლავთან შალვა ნუცუბიძე ნიკო კეცხოველის გვერდით აღმოჩნდა. კეცხოველს უთქვამს – რაო, შალვა, მაგის გვერდით წოლა ხომ არ გინდა შენცო? – მართალი ხარ, შენთან დგომას, ამასთან წოლა მირჩევნიაო, – უპასუხია შალვას“.

*****

„დამაცა, შე კაცო, შენისთანა მილიონია, მე კი ერთი ვარ” – უთხრა ერთმა ოფიციანტმა გალაკტიონ ტაბიძეს.

*****

„მსახიობი ჟორა შავგულიძე მუდამ იმის ცდაში იყო, სანდრო ჟორჟოლიანისთვის რამე „ისეთი” მოეწყო, რომ მერე ეხალისათ. მივიდოდნენ სადმე და სანამ სუფრა გაიშლებოდა, წამოავლებდა ხელს რაიმე ნივთს და ჟორჟოლიანისკენ ისროდა, – აბა, ჰე, სანდრო, დაიჭირეო. სანდრო დაფეთებული ჰაერშივე აკეთებდა ნახტომს, რომ დროულად დაეჭირა და ნივთი არ გატეხილიყო. ერთხელაც როცა თანამდებობის პირთან შეიკრიბნენ ოჯახში, სანდრომ გადაწყვიტა, იგივე ოინი გაეკეთებინა ჟორასთვის. დასტაცა ხელი ბროლის ლარნაკს და ჟორასკენ ისროლა, – ახლა შენ დაიჭირე, თუ ბიჭი ხარო. შავგულიძე გვერდზე გადგა, ლარნაკი ნამსხვრევებად იქცა და ჟორამაც უმალ შესძახა: ეს რა ქენი, სანდრო, არა გრცხვენია, სტუმრად ხარ, შინ ხომ არაო… ხმაურზე მასპინძლებიც გამოვიდნენ და ძლივს მოაბრუნეს ფერდაკარგული ჟორჟოლიანი“.

*****

„რეზო ლაღიძესთან ერთხელ მეგობარი მივიდა. ბევრი რეკა კარებზე, მაგრამ რეზომ ვერ გაიგო, რადგან ამ დროს ვაზის ტალავერით დაბურულ აივანზე იყო გასული და ქუჩაზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი. მეგობარი გამობრუნდა, ქუჩაში გავიდა და მიდის უკან. ამ დროს თავისი აივნიდან ბიძინა კვერნაძემ გადმოიხედა, რომელიც ზედა სართულზე ცხოვრობდა და ჩასძახა – სად მიდიხარო? რეზოსთან ვიყავი სახლში არ დამხვდაო, – უპასუხა მეგობარმა. ბიძინამ – სახლში როგორ არაა, აბა ეს კაცი ტოლმაა, ვაზის ფოთლებში რომ ჩანსო?

*****

„ნოდარ დუმბაძე და გიგა ლორთქიფანიძე იდგნენ ფილარმონიასთან, წვიმაში! ნოდარს უნდოდა გადახურულ და მშრალ ადგილს შეფარებოდა მაგრამ გიგა არ ინძრევა ადგილიდან. რა ქნას ნოდარმა? და უთხრა – გიგა, შე კაცო, ვიდრე ყლორტები არ ამოგივა მაგ ფეხზე, მანამდე არ შემოხვალ მშრალშიო? (გიგას, როგორც ცნობილია, ცალი ფეხი პროტეზის ჰქონდა, მაგრამ მეგობრები იყვნენ და მათში მოსული იყო ეგეთი ხუმრობა!).

*****

„ნოდარს უთქვავს ერთხელ: „იქ სადაც ორი გურულია სამი განსხვავებული აზრიაო”.

*****

„ყველასა და ყველაფერზე წერ და რა მოხდებოდა, ჩემზეც დაგეწერა რამე”, – უსაყვედურა ნოდარ დუმბაძეს მეუღლემ, ნანული გეგენავამ. „ამდენ ხანს ხატია-ში შენი თავი თუ ვერ დაინახე, ცუდად ყოფილა ჩემი საქმე”, – ამოუოხრია ნოდარ დუმბაძეს“.

*****

„მწერალმა რევაზ მიშველაძემ დისერტაცია რომ დაიცვა, ბანკეტი გადაიხადა. ნოდარ დუმბაძე თამადობდა. ზუგდიდელმა მეგობრებმა მწერალს შემწვარი ვაცი ჩამოუტანეს. ორიგინალურად იყო შემწვარი – ფეხებზე იდგა. სუფრაზე რომ დადგეს, შეზარხოშებული სტუმრები აღფრთოვანდნენ. მიშველაძემაც – ჯიხვიაო, საზეიმოდ გამოაცხადა. ნოდარ ჩხეიძემ მოხერხებულად ჩამოაჭრა „ჯიხვს” ხორცი და ჩამოარიგა. გაჭრა მიშველაძის ტყუილმა. ქეიფის დასასრულს ნოდარ დუმბაძემ იხმო, მხარზე ხელი გადაადო და უჩურჩულა: – ისე, ტყუილებს ბავშვობიდან ნუ მიეჩვევით, მიშველაძე, თვარა სადოქტორომდე მისვლა გაგიჭირდებათ. ჯიხვები ჩვენ ვართ, აი თხა ჯიხვად რომ მოგვასაღეო. მაშინ „ჯიხვს” მოტყუებულს, უცოდინარს ეძახდნენ.

*****

ნოდარ დუმბაძე ერთხელ ესტუმრა თავის მეგობარს სახლში. მეგობრის შვილს მშობლებისთვის უთხოვია – ეზოში ჩავალო და უარი მიუღია! დაუნახავს ეს ბატონ ნოდარს, დაუძახებია მეგობრის შვილისთვის და უთქვამს: – მოდი, ბიძია ჩემთან, გაწვალებს აი ასფალტზე მოყვანილი გურული ხომ? – წაი, მე გიშობ სათამაშოდ და თუ რაიმე გითხრა მე მივხედავ მაგ საქმეს, არ დაგავიწყდეს, მამაშენზე უარესი გურული ვარ.

*****

ნიაზ დიასამიძე ტრამვაიში ავიდა. კონტროლიორი არ ასვენებს: „გაიარეთ წინ, ბილეთები აიღეთ!” ცოტა ხნის შემდეგ: „გაიარეთ წინ!“. შემდეგ ისევ: „გაიარეთ!“ “კაცო, ამდენი სიარული რომ მნდომებოდა, აქ კი არ ამოვიდოდი!” – გაბრაზდა ნიაზი.

*****

ნიაზმა შუაღამით ძმაკაცთან შეიარა და ქუჩიდან შესძახა. ხმაურზე მეგობრის დედა გამოეგება ფანჯრიდან:

– ნიაზ, რომელი საათია, სძინავს შენს ძმაკაცს უკვე რა ხანია, დილას გამოდიო.

– ბოდიში დეიდა, ძმაკაცობა „კრუგლოსუტოჩნი” მეგონა მეო, – უპასუხა ნიაზმა და განაგრძო გზა.

*****

ნიაზმა ქართლოს კასრაძეს დილის 5 საათზე დაუკაკუნა. კარი ქართლოსის დედამ გააღო: – რა გინდა ბიჭო ამ დილაუთენია რომ აბრახუნებო?

– რა და მინდოდა მეკითხა საშლელი ხომ არა გაქვთო?- უპასუხა ნიაზმა, ქართლოსის დედამ გადაწყვიტა თავიდან მოეცილებინა „აბეზარი” სტუმარი და უთხრა: არა ნიაზ, საშლელი არა მაქვსო! კარგიო ნიაზმა და წავიდა. ნახევარ საათში ისევ ჩამოიღო კარი ბრახუნით. ისევ ადგა ის საწყალი ქალი, გააღო კარები და ხედავს ოფლით გაწუწულ ნიაზს კარებში, ყურებამდე გაღიმებულს და ხელში საშლელით: დეიდა თამარ, აგე საშლელი მოგიტანეთ, წეღან რომ მითხარით არა გვაქვსო!

*****

ერთხელ სააავადმყოფოში მწოლიარე ნიაზ დიასამიძეს მეგობრებმა მიაკითხეს და ქვემოდან დაუწყეს ძახილი. – ამოდით! – ფანჯრიდან გადასძახა ნიაზმა ძმაკაცებს. – არ გვიშვებს კარისკაცი! – ბოთლი ჩაარტყით თავში! – არა გვაქვს ბოთლი! – ბოთლი თუ არ გაქვთ აქ რას მოდიოდით! – გაბრაზდა ნიაზი.

*****

ერთხელ ნიაზ დიასამიძემ ტაქსი გააჩერა – თავისუფალი ხარ? – კი! – გაუმარჯოს თავისუფლებას! – გაუღიმა ნიაზმა.

*****

„ნიაზ დიასამიძეს წინ დაეცა თურმე ვიღაცა ქალი. ნიაზმა დახედა და უთხრა : ქალბატონო, რეშკაზე ხართ თორემ აგაყენებდითო.

*****

ნიაზ დიასამიძეს გვერდში ედგა და პატრონობდა უმშვენიერესი პარტიული ბოსი ვიქტორია სირაძე, რომელიც მუდამ აკონტროლებდა, არ დაელია. ერთხელაც, სისხამ დილით ქალბატონი ვიკა შავ „ვოლგაში” სანაპიროზე ცკ-სკენ მიემართება და ხედავს ნიაზს (დილის 6 საათია). მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და შეეკითხა, სად მიდიხარო. ნიაზი, რა თქმა უნდა პახმელიაზე გამოსასვლელად მიდიოდა, მაგრამ არ დაიბნა, საათზე დაიხედა და უპასუხა: „ქალბატონო ვიკა, სახლში რადიო გამიფუჭდა და მეგობართან მივდივარ, ჰიმნის მოსასმენადო” (როგორც მოგეხსენებათ, ჰიმნი ზუსტად 6 საათზე ირთვებოდა).

*****

როდესაც ანზორ ერქომიშვილი პარიზიდან დაბრუნდა და გურიას, კერძოდ ოზურგეთს ეწვია, იქაურებს მოუყვა, ქართული სიმღერები ევროპელებმა მსოფლიო მონაპოვრად აღიარესო. „რავა, აქამდე არ იცოდნენ თუ?!“ – გაიკვირვეს გურულებმა.

*****

როცა ანსამბლი „ქართული ხმები” ფოლკლორულ, საეკლესიო მუსიკის ფესტივალზე იყო კუნძულ სარდინიაზე, აღმოაჩინეს, რომ მრავალხმიანი სიმღერა იქაურებსაც ჰქონიათ. ერთხელ რესტორანში ყოფნისას ნაცნობი ჟღერადობა შემოესმათ და ზაურ ბოლქვაძეს უკითხავს: „ვინცხამ ჩამოგვასწრო აქ?”

*****

გიგა ლორთქიფანიძე ყვებოდა: „ვმუშაობდით ფილმზე „წიგნი ფიცისა” რომელიც 5 სერიად უნდა გადაგვეღო. დავამთავრეთ 3 სერია. მე-4 და მე-5 სერია უნდა ყოფილიყო ერეკლე მეორეს პერიოდი. ნოდარ ასათიანი იყო ცნობილი ისტორიკოსი, ჩვენი კონსულტანტი. მოვიდა ჩემთან ბატონი ნოდარი და მეკითხება: „მეოთხე და მეხუთე სერიას რა ერქმევაო? მე ვუთხარი, რა უნდა ერქვას? მთელ ფილმს ჰქვია „წიგნი ფიცისა“ – არაო, მაინც ახალი ეპოქა იწყება და იქნება რამე დაგვემატებინაო. ამ დროს ბიძინა კვერნაძე ჩაერია საუბარში: – მაშინ იცი,მ რა ვქნათ, მოდი დავარქვათ „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28 დეკემბერი, 2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025

რა მოხდა გომბორზე _ შსს განცხადებას ავრცელებს

მირზა სუბელიანთან შსს-ში მისი ადვოკატი მივიდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

23:05; 1.01.2026
საზოგადოება

მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, დღეიდან აღნიშნული უფლება ავტომატურად აღუდგებათ

22:27; 1.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- მეწყერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

18:54; 1.01.2026
საზოგადოება

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

17:09; 1.01.2026
საზოგადოება

უამინდობა საქართველოში _ გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

16:37; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ

14:50; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალება

14:16; 1.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

13:14; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს

12:39; 1.01.2026
სამართალი

მძღოლები დღეიდან ამ დარღვევის გამო 100 ლარით დაჯარიმდებიან

10:48; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა    

10:44; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას   

10:42; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ გაჩნდა ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

10:38; 1.01.2026
ზაფრანი

საქართველოს კუთხეების საახალწლო რიტუალები

10:36; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული საახალწლო ტრადიციები

10:31; 1.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო