ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მომხრეები აქციას მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებიან, სადაც აქციის ორგანიზატორები აქციაზე მოსულ ხალხს მიმართავენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ მომავალ თაობას ჰქონდეს ნათელი მომავალი.
მან აღნიშნა, რომ თუ მოხდება მიხეილ სააკაშვილის უკანონო დეპორტაცია საქართველოში, მათ აქვთ სამოქმედო გეგმა, რომლის გახორციელებასაც დაიწყებენ და სააკაშვილის დაპატიმრების შემთხვევაში, ამ გეგმას ხალხს გააცნობენ.