ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი, ლელა ურუშაძე ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს. ის მოუწოდებს საზოგადოებას, რომ დაიცვან წესები.
“იმ გამოცდილებით რაც უშუალოდ ჩვენს ირგვლივ ყოველდღიურად ხდება – იმ შემთხვევაშიც კი როცა კოვიდ ინფიცირებული ადამიანი სახლში, ოჯახის წევრებთან იცავს იზოლაციის წესებს: დისტანცია, ნიღაბი და საერთო ფართის დასუფთავება-დეზინფექცია, ხშირად და უმეტესად კორონა არ ვრცელდება ! ჰოდა, მით უმეტეს ისეთ არეალში სადაც სახლზე გაცილებით ნაკლებ დროს ვატარებთ თუ თავს დავიცავთ, ისევ იგივე წესებით პირბადე, ხელების დაბანა და დისტანცია ვიქნებით დაცულები.
დაა ეს უკვე საკუთარი გამოცდილებით, ჩვენი ერთი ლაბორატორიის მაგალითზე, მაისშიც ვტესტავდით დღეში 1000 ნიმუშს და იყო 10-15 დადებითი, ეხლა 1000 დან ყოველდღე 300-400 დადებითია. ეს არ არის ხელოვნურად გაზრდილი ციფრები ეს რეალობაა! გთხოვთ დაიცავით თავი, გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ“ – წერს ლელა ურუშაძე.






























































