სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წლევანდელ გიორგობას ისტორიული უწოდა.
“ყველას გილოცავთ გიორგობას, ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ ნდობას”, _ თქვა ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.