“გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი დავით მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ მეორე ტურის შედეგებზე საუბრობს.
_ როგორ შეაფასებთ პირველად მონაცემებს, რომლის თანახმად, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს?
_ ეს არის ხალხის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა არნახული ტერორის, დაშინებით, პრაქტიკულად ეს არჩევნები ხელისუფლებას არ ჩაუტარებია, ეს ჩაატარა კრიმინალურმა სამყარომ. ჯერ ყველაფერი წინ არის, ეს ასე არ დასრულდება, ეს ქვეყანა არ ეკუთვნის კრიმინალების და დამნაშავებს, აქედან გამომდინარე ამ ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა იყოს მოღალატე.
_ თქვენ თქვით ეს ასე არ დასრულდება. ამ თქვენს სიტყვებში ხომ არ გულისხმობს აქციების დაწყება, რადგან უკვე თქვენმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ხალხს ხმების დაცვისკენ მოუწოდა.
_ ჯერჯერობით ამ საკითხზე პასუხს ვერ გაგცემთ. ყველა საკითხი განიხილება შტაბში და ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა იქნება მომავალში.
_ სოფელ ჭანიეთში მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო, პირველ ტურში კი “გაერთიანებული ოპიზიციის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, თქვენ აზრით რა იყო ამის მიზეზი?
_ დილიდან ბიზნესმენი ილა კეჭაყმაძე და მისი გარემოცვა იმყოფებოდა უბანზე. დიდი შეტევა იყო ამომრჩეველზე.
_ ანუ ილა კეჭაყმაძე იმყოფებოდა უბანზე?
_ დიახ, ამაზე კიდევაც გავრცელდა ინფორმაცია.