სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პაანაშვიდი გადაიხადა და წილკანი კომენტარის გარეშე დატოვა.
როგორც ჟურნალისტებთან დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, პატრიარქმა ტატუნაშვილის მშობლებს უთხრა, რომ ადამიანის სული არასოდეს კვდება და მათი შვილი ცოცხალია.
„უწმინდესმა მიუსამძიმრა ოჯახს და ასეთი რამ განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია. ეს არის მთელი ჩვენი ერის, მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. მან აღნიშნა და უთხრა ოჯახის წევრებს, რომ მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილი ცოცხალია. ადამიანის სული არასოდეს არ კვდება და არ მოკვდება“,_განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
არჩილ ტატუნაშვილს, ხვალ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ტატუნაშვილის სახლთან მის დაკრძალვამდე იდგება ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული.