https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს გადაწყვეტილებები, შეიძლება ითქვას, რომ წინასწარაა მიღებული, კრებები კი მხოლოდ ფორმალობაა”

13:26; 5.08.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ქალების თანამონაწილეობა და ჩართულობა სოფლის კრებებში, დაბალია“, – ასეთია დასკვნა, რომლის საფუძველი ორი მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციული ერთეულის 18 დასახლებაში ჩატარებული კვლევა გახდა. ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ “გურიის სამოქალაქო ცენტრი“, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტის _ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგის’’ ფარგლებში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების 12 ადმინისტრაციული ერთეულის 18 დასახლებაში (2 დაბა და 16 სოფელი) მონიტორინგს უწევდა 2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას, მათ შორის, დასახლების საერთო კრებებსა და საკონსულტაციო შეხვედრებს.  

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციების გამოქვეყნებას, რადგან მიგვაჩნია, რომ საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს ყველაფერი ამ პროგრამის შესახებ, რომელიც ჩვენივე გადახდილი გადასახადებით ფინანსდება და პრიორიტეტებიც ჩვენ უნდა ავირჩიოთ. ასევე, მოახლოებული არჩევნების ფონზე, არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ ხელისუფლებამ ამ პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი  პროექტები ადმინისტრაციული რესურსად, ხმის მიღების სანაცვლოდ გამოიყენოს.

დაბალია ქალების დასწრება დასახლების საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. ქალები  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრებებზე მონაწილეთა 23,2%-ს შეადგენდნენ, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში _ 30,5%-ს. რეგიონის მოსახლეობის დემოგრაფიული სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი არის ქალი. აღსანიშნავია, რომ წინასწარ რეგისტრირებული პროექტების უმრავლესობის ავტორები იყვნენ “გურიის სამოქალაქო ცენტრის” მიერ გადამზადებული ქალი აქტივისტები, რაც მიუთითებს, რომ სოფლებში ქალებს გააჩნიათ მოტივაცია და ინტერესი, რაც შესაძლოა აისახოს მათ მაღალ დასწრებაში თუ მუნიციპალიტეტები გასწევენ გარკვეულ ძალისხმევას ინფორმაციის მიწოდებისა და კრებებში ჩართვის წახალისების მიმართულებით. შედარებით უფრო მაღალია ახალგაზრდების ჩართულობა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრებებზე მონაწილეთა 18%-ს, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 9,1%-ს. შეადგენდნენ ახალგაზრდები, რაც შესაბამისობაშია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში ახალგაზრდების პროცენტულ რაოდენობასთან.

გურიის სამოქალაქო ცენტრის პროექტების მენეჯერის ნინო ურუშაძის თქმით, სამიზნე სოფლებზე დაკვირვების შედეგად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქალების მონაწილეობა და ჩართულობა სოფლის კრებებში დაბალია.

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებებში მონაწილეთა მხოლოდ 23,2% იყო ქალი, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში – 30,5%. ჩვენ არ გვაქვს მუნიციპალიტეტების მიხედვით ჩაშლილი ზუსტი სტატისტიკა, თუმცა, ზოგადად, გურიის რეგიონის მოსახლეობის დემოგრაფიული სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ქალები წარმოადგენენ; შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალები არ არიან სათანადო რაოდენობით წარმოდგენილი სოფლის კრებებსა თუ კონსულტაციებზე. ზოგან კრებებზე, ფაქტობრივად, არ იყვნენ ქალები ან ნაკლებად აქტიურობდნენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მერიაში წინასწარ რეგისტრირებული პროექტების უმრავლესობის ავტორები იყვნენ ქალები (21 პროექტიდან, 15 ქალს ეკუთვნოდა), რომლებიც გადაამზადა ჩვენმა ორგანიზაციამ, რომ შემდგომ მათი წინადადებები განხილული ყოფილიყო კრებებზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სოფლებში ქალებს გააჩნიათ ამ პროცესებში ჩართვის მოტივაცია და ინტერესი, რაც მაღალ დასწრებაშიც აისახება, თუ მუნიციპალიტეტები გაწევენ სათანადო ძალისხმევას მათთვის ინფორმაციის მიწოდების დროს და წაახალისებენ, დაესწრონ კრებებს, _  გვითხრა ნინო ურუშაძემ.

როგორც ნინო ურუშაძემ გვითხრა უმეტესად, კრებებზე ქალები რა საკითხებსაც აყენებდნენ, ეხებოდა უგზოობის პრობლემას სოფლებში/დაბებში; საბავშვო ბაღებში ინვენტარის არქონას; ასევე, იყო სოფლის წისქვილის რეაბილიტაციის წინადადებაც.

_ ნინო, რამდენად მოხვდა მათ მიერ წამოჭრილი საკითხები პრიორიტეტულ პროექტებს შორის?

_ ზოგადად, მონიტორინგმა აჩვენა, რომ, ძირითადად, მუნიციპალიტეტის მერია იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს პროგრამის ფარგლებში; და ეს გადაწყვეტილებები, შეიძლება ითქვას, რომ წინასწარაა მიღებული, კრებები კი მხოლოდ ფორმალობაა. მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ყველა სოფელში ერთი პროექტია შერჩეული – მასალების შესყიდვა ბეტონის გზისთვის. წესით, გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს მოსახლეობა, თუმცა ეს ასე არ ხდება, ადგილზე არ ტარდება კენჭისყრა, რაც ასევე აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. ამ სიტუაციაში რთულია, ისაუბრო ქალების მიერ დაყენებული წინადადებები რამდენად იყო გათვალისწინებული, როცა ზოგადად, მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იგნორირებულია. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, სოფელ ხიდისთავში იყო შემთხვევა, როდესაც ქალის მიერ დაყენებულმა წინადადებამ, რომელიც სოფლის წისქვილის რეაბილიტაციას ეხებოდა, გაიმარჯვა სოფლის კრებაზე, თუმცა როდესაც მუნიციპალიტეტმა კრებების ოქმები გამოაქვეყნა, გამარჯვებულ პროექტად სულ სხვა პროექტი იყო გამოცხადებული. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, ადამიანს უკარგავს სურვილს და მოტივაციას, რომ შემდგომში გამოიჩინოს ინიციატივა, ჩაერთოს და დაინახოს თავისი როლი ამ პროცესში.

_ რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების მიერ დაყენებული საკითხების ან პრობლემების მოგვარება?

_ ქალებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული და სპეციფიკური საჭიროებები, რომლებიც კაცების მიერ ნაკლებად ჟღერდება ხოლმე. მაგალითად, მახსოვს, ერთ–ერთი ქალი საუბრობდა იმაზე, რომ როდესაც ქუჩაში ბავშვს ეტლით ასეირნებს, მას დისკომფორტს უქმნის ღია სანიაღვრე არხები და საჭიროა, რომ ამ არხებზე გაკეთდეს ცხაურები. მსგავსი პრობლემები კაცებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. თუმცა, იმ სახით, რა სახითაც დღეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება, ნაკლებად ითვალისწინებს ან საერთოდ არ ითვალისწინებს ქალების საჭიროებებს.

“ქალები რეგიონის განვითარებისათვის” წევრი, ნონა გარგანჯიას თქმით, ქალების დიდი ნაწილი არის ემიგრაციაში და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.

“ქალების ერთი ნაწილი და მათი შვილები მეზობელ თურქეთში გადადიან სეზონზე ჩაის საკრეფად. როგორც მოგეხსენებათ, მძიმე პირობებში უწევთ მათ მუშაობა. ასევე, ქალების გარკვეული ნაწილი არის დასაქმებული ქალაქ ოზურგეთში, მაგრამ მათი ანაზღაურება არ არის შესაბამისი… სოფელში მცხოვრები ქალებისთვის, ასევე, არის უწყლობის პრობლემა, განსაკუთრებით _ ზაფხულში. ეს საკითხები დროულად არის მოსაგვარებელი, რადგან თანაბარ  სამუშაო პირობებში მოუხდეს ქალს და კაცს ყოფნა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ჭანიშვილის თქმით, არაერთ სოფელში იმყოფებოდა და ესწრებოდა სოფლის კრებებს:

“კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ სოფელ ბოხვაურში იყო დაყენებული შიდა გზის მოწესრიგების საკითხი და ამ პრობლემის მოგვარება დაწყებულია. ქალებს გაცილებით მეტი ყურადღება აქვს ჩვენი მხრიდან (საუბარია ხელისუფლებაზე, რედ.) და შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ საკითხებში ვეხმარებით“, _  გვითხრა ნინო ჭანიშვილმა.

მისივე თქმით, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რათა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის შეძენილიყო სათამაშოები მათი ასაკისა და საჭიროების მიხედვით და ყველა ბაღს გადაეცა ახალი სათამაშოები.

“აქვე აღვნიშნავ, რომ სოფლის კრებებზე დასახელებული მოსაზრებები და საჭიროებები, მუნიციპალიტეტის მხრიდან არცერთი არ დარჩენილა ყურადღების გარეშე, ზოგი კეთდება სოფლის პროგრამის ფარგლებში და ზოგი კიდევ _ სხვა პროექტით“, _ ამბობს ნინო ჭანიშვილი.

გიორგი გირკელიძე

ავტორი

გაზიარება7Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7 თებერვალი, 2026

ირაკლი ძმანაშვილის მორიგი წარმატება

სოფო კიკვაძის და თიკა ანთაძის წარმატება ეროვნულებზე

ყველა სიახლე

ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026
ზაფრანი

რომელი მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად   

9:57; 9.02.2026
მსოფლიო

სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

9:53; 9.02.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8.02.2026
მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო