“ჩვენი ეს საგამოძიებო მოქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ეს არის პირველი ნაბიჯები იმ ქსელის გამოვლენის, რომლის დიდი იმედიც გვაქვს”, _ ეს განცხადება შსს მინისტრმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ კომენტირებისას გააკეთა.
გახარიას თქმით, ნარკოტიკი საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოდის, რომლის სქემაც უახლოეს დროში გაიშიფრება.