რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ეკლესიების გადაწვა, ქალაქების განადგურება და ბავშვების დახოცვა, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ასეთ ბრძანებას გასცემს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ამის გამოსწორება უკვე შეუძლებელია. რადგან ეს ომი უკვე მიმდინარეობს, მაგრამ მის მიერ გამოწვეული საშინელებების შეჩერება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ეკლესიების გადაწვა; რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ქალაქების განადგურება; რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ბავშვების დახოცვა, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ასეთ ბრძანებას გასცემს და ის ფაქტი, რომ ასეთი ბრძანება ჯერ კიდევ არ გაცემულა, ეს მთელი მსოფლიოს დამცირებაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.