„გურია ნიუსი“ გურიის ახლად დანიშნულ გუბერნატორს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა კეთდება რეგიონში არსებულ ეპიდვითარებასთან გასამკლავებლად.
ცნობისთვის, გიორგი სახოკიამ ადგილობროვ კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან პირველი შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გამართა.
გურიის გუბერნატორი ჩვენთან საუბრისას ამბობს, თუ როგორ უნდა მოხდეს რეგიონში ინფიცირებული ადამიანების მობილობის შემცირება.
„პირველი არის ის რომ ადგილობრივი, რეგიონალური შტაბი ჩემი ხელმძღვანელობით შეიკრიბა და გავიარეთ ის რისკები, რის წინაშეც დგას რეგიონი და მეორე ის, რისი გადადგმაც შეგვიძლია რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ კოვიდთან ბრძოლაში. ის ნაბიჯები რაც დაიგეგმა ფაქტიურად კვირის ბოლოს იქნება დასრულებული და ახალი კვირის დასაწყისში ისევ შევიკრიბებით.
გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ დიდი ფირმები, რომლებიც არის რეგიონში, დავხმარებოდით თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირების გასაკეთებლად, მეორე საკითხი იყო სად გაგვეტესტა. ლაბორატორიაში მათი ორგანიზებული მოსვლის შემთხვევაში მივიღებდით საკმაოდ დიდ მობილობას. გადავწყვიტეთ, რომ ადგილზე მისულიყო ლაბორატორიის წარმომადგენელი, ადგილზე მომხდარიყო მათი ტესტირება, რომ მაქსიმალურად შეგვემცირებინა მობილობა თანამშრომლების. ასევე მობილობას ვაგენერირებთ სიმპტომიანი ხალხის რაიონულ ცენტრებში. ასეთი ცენტრები გვაქვს ოზურგეთში, ლანჩხუთში და ჩოხატაურში. მაგალითად, ხიდისთავიდან ადამიანი ჩოხატაურში ტესტის გასაკეთებლად, რომ წავიდეს მას ტრანსპორტი ესაჭიროება თუ საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს და სთხოვა ვიღაცას და გამოჰყვა, ან ტაქსით ან სამარშრუტოთი ისარგებლა, ამ შემთხვევაში ის თუ დადებითი იქნება, სხვა ადამიანებიც უკვე რისკის ქვეშ არიან, ასევეა მისი უკან დაბრუნების შემთხვევაშიც, რადგან ყველა ინფიცირებული ჩვენ კლინიკაში არ გადაგვყავს და სახლში აგრძელებენ მკურნალობას. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, ჩვენ უკვე სატესტო რეჟიმში 15-იოდე სოფელში, თითოეული მუნიციპალიტეტიდან 5-6 სოფელი ავირჩიეთ, გადავამზადეთ ექიმები. დაურიგდათ მათ შესაბამისი აღჭურვილობა და უკვე ტესტირება გავაკეთეთ ამ სოფლებში და მოქალაქეს აღარ დასჭირდება რაიონულ ცენტრში ჩასვლა. ეს მოგვცემს იმას რომ ინფიცირებული მოქალაქეების მობილობა იქნება მინიმალურამდე შემცირებული“,- გვითხრა სახოკიამ.
სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კოვიდინდექციასთან გასამკლავებლად შემუშავებული რეგულაციების დაცვა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა დაწესებული შეზღუდვები მარტივდება.
„როდესაც სახელმწიფო ამა თუ იმ შეზღუდვას ხსნის, ეს შეზღუდვის მოხსნას ყოველთვის არის ორი მხარე. ერთი არის, რომ ბიზნესს მეტი ჰაერი აქვს, მოქალაქეებს მეტი თავისუფლება აქვთ, თუმცა მეორე არის რომ ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს მატება ინფიცირებულთა რაოდენობაში. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. რაც უფრო მოვუშვებთ ჩვენ და ლოიალურს გავხდით იმ შეზღუდვებს რომლებიც იმოქმედებს მით უფრო მკაცრად უნდა დავიცვათ კოვიდთან თანაცხოვრების პირობებში. არცერთ მომენტში არ უნდა გვქონდეს იმის აღქმა, რომ რადგან კაფე ბარები გავხსენი, სკოლები ფუნქციონირებს ამიტომ კოვიდი აღარ არის და პირბადე აღარ მჭირდება. ამ დროს არის დიამეტრალურად პირიქით ყველაფერი. რაც უფრო მეტს გავხსნით, მით უფრო უნდა დავიცვათ ეს წესები- პირბადე, დისტანცია და მაქსიმალურად ზედმიწევნით და სუფთად შესრულებული. ეს არის მთავარი გამოწვევა რაც გვაქვს. შემდეგი გახსნები რაც იქნება მთავრობის მიერ ინიცირებული, კიდევ უფრო მეტი ყურადღება იქნება გამახვილებული ამ რეგულაციების დაცვაზე. თუმცა, მოსახლეობაში ხანხადან არის პირიქით აღქმა რადგან გაიხსნა აღარ არის საჭირო პირბადე. ამ დროს არის პირიქით. რაც მეტს გავხსნით, მით უფრო მნიშვნელოვანი გახდება პირბადის ტარება“,_ გვეუბნება სახოკია.