https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორები ცივილიზებული ქვეყნებიდან გვეყოლება!”

18:39; 8.09.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი, რომელსაც “რუსულ კანონს” უწოდებენ, ყოველგვარი მოკვლევის, გამოძიების და სასამართლოს გარეშე, “აკერებს” ადამიანებს, ორგანიზაციებს, კრიტიკულ მედიას  “უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ მყოფთა” იარლიყს. ცხადია, რომ ამ კანონის მიმღები პოლიტიკური მმართველი ძალის მთავარი სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიაა, ხოლო ამ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშემწყობი პარტნიორი ქვეყნები _ “მტრულად განწყობილი “გლობალური ომის” გამჩაღებლები“.

მესამე სექტორის მეშვეობით, საქართველოში ათწლეულებია ფინანსდება ისეთი სფეროები, რომელთათვისაც ხელისუფლება ვერ იცლის ან თანხების გამოყოფა ენანება. ამასთან, პოსტსაბჭოთა საქართველოში, პრაქტიკულად არ არსებობდა ბევრი პრობლემის მოგვარების პრაქტიკა, სათანადო ექსპერტიზის გამოცდილება, მონიტორინგის პროცესების შესაძლებლობა და ცოდნა. ასეთია, მაგალითად, გარემოს დაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები.

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა, თუ გარემოსდაცვით სფეროს უცხოური პარტნიორებისგან დაფინანსება შეუწყდება?_  “გურია ნიუსთან”  ამ თემაზე ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეები–დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე პასუხობს.

_ რა დახმარებას იღებდა გარემოსდაცვითი სფერო საერთაშორისო პარტნიორებისგან და რაში ეხმარებოდა ეს საქართველოს?

_ დიდ ხანია მიმდინარეობს გარემოსდაცვითი სექტორის დახმარება. დონორების, სხვადასხვა პარტნიორების დახმარებების საფუძველზე დაარსდა, მაგალითად, დაცული ტერიტორიების სააგენტო. ფაქტობრივად, ყველა დაცული ტერიტორია შეიქმნა  საერთაშორისო დახმარებით. ვიღაც შეიძლება შემომედავოს, რომ ეს ხომ სახელმწიფოსთვის იყო. დიახ, იყო სახელმწიფოსთვის,  მაგრამ ბორჯომ– ხარაგაულის პირველი ეროვნული პარკი გაკეთდა WWF-ს დახმარებით, რომელიც არის მსოფლიო ბუნების დაცვის ორგანიზაცია; რომელიც პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელმაც მიიღო ეს დახმარება იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეარსებინა ეროვნული პარკი. შემდეგ ძალიან ბევრი ასეთი ტიპის პროექტები განახორციელა ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და არა მარტო დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით: დღესაც, მაგალითად,  WWF აწარმოებს გურიაში პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც კეთდება გურიის დაცული ტერიტორია. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ესეც არასამთავრობო სექტორია და პირველ რიგში, არასამთავრობო სექტორის დახმარებით გახორციელდა არაერთი პროექტი,  მათ შორის, პირველი ეროვნული მოხსენება, შეფასებები… ეს ყველაფერი მოდიოდა სწორედ დონორების დახმარებით და არასამთავრობო სექტორის უშუალო ჩართულობით.

მთავარი ფუნქცია, რაც არასამთავრობო სექტორს გააჩნია გარემოსდაცვით ნაწილში,  არის ის, რომ ის არის რგოლი, რომელიც აკავშირებს მოსახლეობას და მთავრობას ერთმანეთთან და ნებისმიერი წუხილი, რომელიც მოსახლეობას აქვს, მიაქვს მთავრობამდე; და მთავრობას კიდევ რაც სჭირდება რომ მოსახლეობამ კარგად გაიგოს, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მიაქვს მოსახლეობამდე. ეს არის აუცილებელი რგოლი სამოქალაქო სექტორის ნაწილში. არასამთავრობო სექტორია, რომელიც იძლევა ეფექტური მუშაობის საშუალებას ძალიან ბევრ შემთხვევაში, მათ შორის გარემოსდაცვით ნაწილში; მითუმეტეს, რომ გარემოს დაცვა არასოდეს ყოფილა ძალიან პოპულარული როგორც მეწარმეებში, ისე ბევრ ადამიანში პოსტსაბჭოთა სივრციდან მოყოლებული. ტექნოკრატულმა მიდგომებმა, ზოგადად,  ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ვამბობდით, თუ როგორ შეიძლება გარემოს დაცვაში მდგრადი განვითარების დანერგვა; დღეს, არასამთავრობო გარემოსდაცვითი სექტორი მუშაობს ცირკულარულ ეკონომიკაზე, ახალ ეკონომიკურ  მიდგომებზე, კვლევებზე, მუშაობს ყველა იმ გამოწვევაზე,  რაც კი არის კლიმატის ცვლილებით  მომდინარე დღეს საქართველოში. არასამთავრობო სექტორს ამ ნაწილში უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე სახელმწიფოს და უფრო სწრაფია რეაგირების თვალსაზრისით; ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ გარემოსდაცვითი პოლიტიკა ისე ჩამოყალიბდა მსოფლიოში, რომ პირველი მდგრადი განვითარების გაეროს კონფერენცია 1992 წელს მოწვეული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი მიღწევა.

ახლა ყველაზე დიდი პრობლემა, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” წუხილი მდგომარეობს იმაში, რომ ამ კანონმა შეიძლება ხელი შეუშალოს არასამთავრობო სექტორს განვითარებაში; და კიდევ უფრო მეტად შეუშლის ხელს სახელმწიფოს _ ის ვერ დანერგავს მუშაობის ახალ მეთოდებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

_ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორობა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან შეწყდება?

_ ჩვენ ისევ დავიხევთ უკან და პრაქტიკულად ვერ განვვითარდებით _ მე პირდაპირ შემიძლია ეს დასკვნა გავაკეთო. იმიტომ, რომ თუ მეოცე საუკუნეში ჩვენ არ გვქონდა მდგრადი განვითარების, ეკონომიკის განვითარების მაგალითები სახელმწიფოებში, 21-ე საუკუნეში უცებ აღმოჩნდა, რომ ბევრმა ქვეყანამ, ვინც დაიწყო უფრო გარემოსდაცვითი კუთხით განვითარება, უფრო მეტ მდგრად ეკონომიკას მიაღწია, უფრო მეტი პროგრესი დაინახა, უფრო მეტი შესაძლებლობები, უფრო მეტი მყარი ეკონომიკა შექმნა! ჩვენ, სამწუხაროდ, კონსტიტუციიდანაც კი ამოვიღეთ მდგრადი განვითარება და უნდა ვიფიქროთ, რომ უკან დავაბრუნოთ. განვითარებული სამყარო დღეს უკვე ლაპარაკობს ასეთ მიდგომებზე გარემოს დაცვის კუთხით, იმიტომ, რომ ისინი უფრო მეტ საფრთხეს ხედავენ გლობალური კლიმატის ცვლილებაში, ვიდრე სხვა რამეში. არსებობს საინტერესო კვლევები, რამაც შეიძლება საერთოდ შეცვალოს ქვეყნების გეოგრაფია პლანეტაზე! და გამოწვევები ძალიან  რთულია; მაგალითად, გურიის მხარეში, კოლხეთის ეროვნული პარკის ის ნაწილი, რომელიც არსებობს დღეს, ერთადერთი საშუალებაა, რომ დაიცვას გურიის სანაპირო, რომ არ დაიფაროს წყლით თუ გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგად (რაც არის პროგნოზირებული), დაახლოებით 1  მეტრამდე აიწევს ზღვის დონე! ეს ნიშნავს, რომ ხმელეთს ვკარგავთ,  მხოლოდ ჭაობებს შეუძლიათ შეამცირონ ეს პროცესი და ზუსტად  რომ კოლხეთის ეროვნულ პარკშია ეს დაცულია. ამან შეიძლება განაპირობოს, რომ გურიამ არ დაკარგოს ტერიტორია. ასეთი რამეც შეიძლება მოხდეს და თუ არ გვექნება პარტნიორებისგან ხელმისაწვდომი ტექნოლოგია და ცოდნა, გაგვიჭირდება ადაპტაციური ღონისძიებების შემუშავება, რომელიც საქართველოს არ გააჩნია.

2023 წელი იყო მძიმე: გვქონდა რაჭის და გურიის ტრაგედია, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად იყო გამოწვეული და დღესაც ვამბობთ, რომ აუცილებელია ადაპტაციის ღონისძიებების გეგმა შევქმნათ. არასამთავრობო სექტორმა შეძლო ის,  რომ დღეს ნაგავი აღარ ყრია ყველგან. დონორი ორგანიზაციები დაგვეხმარნენ იმაში, რომ  ნარჩენების მართვის კამპანია გვეწარმოებინა. ეს შეიძლება საერთოდ დაიკარგოს, იმიტომ, რომ მარტონი ვერ შევძლებთ ამ საკითხების მოგვარებას იმხელა თანხები სჭირდება. ერთი ნაგავმზიდის შეძენა იმხელა თანხებთანაა დაკავშირებული, რომ მუნიციპალიტეტის კი არა, მთლიანად საქართველოს ბიუჯეტი ვერ ეყოფა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პარტნიორული თანამშრომლობა და ახალი მეთოდების დანერგვა. ტექნოლოგიები უნდა გადმოვიტანოთ. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორები ცივილიზებული ქვეყნებიდან გვეყოლება!

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“: რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის

16:05; 13 თებერვალი, 2026

“ქარი და წვიმის გაძლიერება” - ამინდის განახლებული პროგნოზი

ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ: ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან

ყველა სიახლე

ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13.02.2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13.02.2026
პოლიტიკა

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებითი განმარტებები ვრცელდება

18:13; 13.02.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო