ბრიუსელში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მარკეტ ტრებესზე მომხდარ თავდასხმას ტერორისტული თავდასხმა უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მაკრონი პარიზში ბრუნდება, რომ მთავრობას შემდგომი ნაბიჯების კოორდინირება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ მარკეტში შეჭრილი პიროვნება პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილის სალაჰ აბდესლამის გათავისუფლებას ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, მარკეტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 2 ადამიანია მოკლული, არიან დაშავებულებიც.