ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი კარგი მრჩევლები არიან, მაგრამ მათი პოლიტიკური ძალა არ არის პოპულარული. ამის შესახებ პოლიტექსპერტმა ოლეგ მედვედევმა ტელეკომპანია Прямий-ის ეთერში პროგრამა „სიტუაცია“_ში განაცხადა.
„სააკაშვილის მხარდამჭერები ჟურნალისტებს შორის უფრო ბევრია, ვიდრე ამომრჩევლებში. სოციოლოგიური დაკვირვებით ასეთი პარტია არ აღიქმება. არ მახსოვს როდესაც უკრაინელი პოლიტიკოსები თავს უფლებას აძლევდნენ გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ. უკრაინისთვის ეს აბსოლიტურად მიუღებელია“,_განაცხადა ექსპერტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი ახერხებს ექსპერტებისა და მედიის ინტერესი მკვეთრი განცხადებებით და სკანდალებით შეინარჩუნოს.
„რამდენიმე კვირის წინ არჩევნები ჩატრდა და ჩვენ ვნახეთ, რომ მხოლოდ 2 პარტიას „პეტრო პოროშენკოს ბლოკს“ და „სამშობლოს“ შეუძლიათ გაიმარჯვონ მთელ ქვეყანაში“.
„პიარი ძალიან კარგია, როდესაც გვაიძულებს ყოველდღე ვისაუბროთ მათზე. ასეთი ექსპრესიული პირთათვის ყველაზე საშინელი რამ არის დაბნეულობა“,_განაცხადა ექსპერტმა.