“ვინც ამ ფილმზე [And Then We Danced] წავა, ან გეია, ან ლატენტური გეი”, _ უთხრა ქართული მარშის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ On.ge-ს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში And Then We Danced-ის ჩვენებასთან დაკავშირებით.
სანდრო ბრეგაძის ამ განცხადებას სოციალური ქსელში უკვე მოჰყვა არაერთი კომენტარი და რეპლიკა.
“ვიყავი ამ ფილმზე უკვე და თქვენ გადაწყვიტეთ, ვინა ვარ. ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ძალიან კარგი ფილმია.
პ.ს. ეს ჟღვინტლიანი კაცი კიდევ ჩაწვება, ალბათ, ლოგინში“, _ წერს უფლებადამცველი იდა ბახტურიძე.