reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების 4 298 შემთხვევაა დადასტურებული. 3 750 პაციენტიდან, რომელთა შესახებაც ესპანეთის ჯანდაცვის უწყებას აქვს ინფორმაცია, 120 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
ცნობისთვის, მიმდინარე თვეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, „გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა.