ესპანეთში ტერორისტული ორგანიზაცია ,,დაეშის“ ერთ-ერთი ყველაზე საშიში პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ტერორისთან ერთად, ქალაქ ალმერიაში კიდევ ორი პირი დააკავეს. ოპერაცია უცხო ქვეყნების სპეცსამხურების მონაწილეობით ჩატარდა, რომლებმაც ესპანეთს ტერორისტის შესაძლო გადაადგილების შესახებ შეატყობინეს.
დაკავებული ტერორისტი კი ძებნაში მყოფ პირებს შორის ერთ-ერთი საშიში ტერორისტია.
ასევე ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებული რამოდენიმე წლის განმავლობაში სირიასა და ერაყში იმყოფებოდა, სადაც ,,დაეშის“ რიგებში იბრძოდა.