მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა საკმაოდ რადიკალური და სასტიკი გადაწყვეტილება მიიღო. მან გამოსცა ბრძანება ესროლონ ყველას, ვისაც “კოვიდ 19”- ის ტესტზე დადებითი პასუხი ექნება.
მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით 169 542 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 6 515 გარდაიცვალა. მხოლოდ ჩინეთში, “კოვიდ 19”-ს 3 213 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჩინეთის შემდეგ, სიკვდილიანობით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაშია, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 809-ს მიაღწია, ინფიცირებული კი 24 747 ადამიანია. აღსანიშნავია, რომ იტალიაში, მხოლოდ ერთ დღეში, ვირუსით 368 ადამიანი გარდაიცვალა.