,,ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის”, _ამის შესახებ ნათქვამია ევროპული მედიის ,,euractiv” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში _ ,, საქართველოს გაშმაგებული ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ“. სადაც აღწერილი ყველა ის ღონისძიება, რომელიც საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად განახორციელა.
,,ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის. საქართველომ ჩინეთთან ფრენები იანვრის დასაწყისში გააუქმა და მკაცრი ზომები მიიღო აეროპორტებში ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრთა შესამოწმებლად. ბაღები დაიკეტა 2 მარტს, ხოლო სკოლები და უნივერსიტეტები – 1 აპრილამდე, სავაჭრო ცენტრების მსგავსი საჯარო სივრცეების დაკეტვა შედარებით მოგვიანებით მოხდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მაღაზიების დაკეტვის შესახებ ინფორმაცია 19 მარტს გამოაცხადა. მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, გაზ-გასამართ სადგურებს, ფოსტასა და ბანკებს აქვთ ფუნქციონირების უფლება. 20 მარტს საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, საქართველომ სავალდებულო საკარანტინო ზონები დააწესა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან და ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინში მოათავსა.საქართველოს ყველა მოქალაქე დაექვემდებარება კარანტინს, რადგან ყოველი ადამიანის უსაფრთხოება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ ბრძანა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ“,– წერს გამოცემა.
სტატიაში, ასევე საუბარია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებზე, სადაც ხელისუფლებამ სრული კარანტინი დააწესა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ დიაგნოსტირებულ ხანდაზმულ ქალბატონს კონტაქტი ქონდა 80-ზე მეტ ადამიანთან, რელიგიურ ღონისძიებაზე ყოფნისას. ,,მკაცრი ზომების დაწესება გუშინაც გაგრძელდა, როდესაც მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გამოაცხადა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის რკინიგზა, 24 მარტიდან დროებით წყვეტდა მუშაობას. 23 მარტს ხელისუფლებამ სრული კარანტინი დაუწესა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს 158 000 ადგილობრივი მაცხოვრებლით მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ დიაგნოსტირებულ ხანდაზმულ ქალბატონს კონტაქტი 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონია რელიგიურ ღონისძიებაზე ყოფნისას.საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ხალხი აკრიტიკებდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად წირვების გაგრძელებისთვის“, – ნათქვამია ,,euractiv” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. ბოლო მონაცემებით, საქართველოში, კორონავირუსი 70 ადამიანს დაუდასტურდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. “COVID 19” -ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.