,,ჩვენ მივესალმებით დისკუსიას იმ შესაძლებლობებზე, რომ საქართველოში ეუთოს როლი გაიზარდოს“ – ამის შესახებ ეუთოში, აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორმა twitter -ზე დაწერა.
ჯეიმს გილმორმა, 2020 წლის ეუთოს მინისტერიალის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ თავის დროზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იყო
,,აშშ მოხარულია, შეურთდეს საქართველოს თანამეგობრობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, მისი საერთაშორისო საზღვრების ფარგლებში.
სამწუხაროა, რომ თავის დროზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იყო. ჩვენ მივესალმებით დისკუსიას იმ შესაძლებლობებზე, რომ საქართველოში ეუთოს როლი გაიზარდოს“ – დაწერა ჯეიმს გილმორმა twitter-ზე.
ცნობისთვის, ეუთოში, აშშ-ს ელჩმა ჯეიმს გილმორმა, მიმდინარე წლის ნოემებრში, ეუთოში განაცხადა, რომ რუსეთის არმია, საქართველოდან და უკრაინიდან უნდა გავიდეს.